საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ლიბანი მზადაა ისრაელთან მოსალაპარაკებლად.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, იგი მზადაა, მხარეებს პარიზში უმასპინძლოს.
„ლიბანის მთავრობამ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გამოთქვა. საფრანგეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ამ მოლაპარაკებებს პარიზში მათი მასპინძლობით“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ყველა შესაძლო ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა ლიბანი ქაოსში არ ჩაეფლოს.
„ისრაელმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებები და უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა, იპოვოს მდგრადი გადაწყვეტა და ლიბანის ხელისუფლებას მისცეს საშუალება, შეასრულოს თავისი ვალდებულებები სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.

