პარასკევი, თებერვალი 28, 2025

ემანუელ მაკრონი – ევროპელები უფრო ერთიანები და ძლიერები უნდა იყვნენ, ვიდრე ოდესმე

ევროპელები უფრო ერთიანები და ძლიერები უნდა იყვნენ, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ზელენსკის მისცემს შესაძლებლობას, აუხსნას აშშ-ის პრეზიდენტს, თუ რა ხდება მის ქვეყანაში.

„ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი მიიღებს ზელენსკის ხვალ, თუ ყველაფერი კარგად იქნება და ვფიქრობ, ეს შესანიშნავია. უკრაინა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა: ეს არის ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის, სუვერენიტეტისთვის, და შემდეგ ეს არის ბრძოლა ევროპელების უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, მნიშვნელოვანია, რომ ზელენსკიმ შეძლოს, აუხსნას ტრამპს, თუ რა დგას სასწორზე მის ქვეყანაში. მე შევეცადე, ამეხსნა ორშაბათს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, ასევე შემეხსენებინა ტრანსატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობა. მაგრამ ევროპელებს დღეს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ ერთ რამეში: მათ სჭირდებათ იყვნენ ერთიანები და ძლიერები უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. და ამიტომ, კავშირი პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის არის ერთ-ერთი საფუძველი უფრო ძლიერი ევროპისთვის“, – განაცხადა მაკრონმა პორტუგალიის პარლამენტში ვიზიტისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია – სოფელ ხიდარში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ორი პირის კოორდინატები დადგენილია, მიმდინარეობს მესამე პირის ადგილსამყოფელის დადგენა

სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა.იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა.მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთო და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა.„მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან, დაახლოებით სამი კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი სამ მეტრზე მეტია.უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. ამჟამად მესამე პირის საცხოვრებელი ბინის დაკვირვება ხორციელდება, რომელიც მთაში მდებარეობს. მის გადაადგილებას ვარძიის მიმართულებიდან აკვირდებიან.ასევე, გზის გაკვალვას ცდილობს სოფლის საინიციატივო ჯგუფი“, – ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

“დამიკავშირდა ოქრო ადამიანი ბუდუ ზივზივაძე…” – რას წერს დავით ორქოპილაშვილი

სოციალურ ქსელში დავით ორქოპილაშვილი Dantesi Photography წერს, რომ მარტოხელა ქალის დასახმარებლად, რომელსაც ძვორადღირებული პრეპარატები ესაჭიროებოდა, ბუდუ ზივზივაძემ გაუგზავნა თანხა.„გუშინ ავტვირთე მარტოხელა ქალბატონის ვიდეო, რომელსაც ესაჭიროებოდა ძვირადღირებული პრეპარატები და დამიკავშირდა ერთი ოქრო ადამიანი, ყველასთვის საყვარელი პიროვნება ბუდუ ზივზივაძე, დედამისმა მომწერა და გამომიგზავნა თანხა, რომ ეს წამლებიც შევიძინოთ და არამარტო წამლები, სამკურნალოდ და კვლევების ჩასატარებლად გვეყოს თანხა“ — სოციალურ ქსელში ვიდეოს დავით ოქროპილაშვილი ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი – რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებაზე ან დაშლაზე საუბარი აჩვენებს, რამდენად არიან აცდენილი მოქალაქეების დღის წესრიგს, ცოტა ხანში მათგან აღარაფერი დარჩება

რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებაზე ან დაშლაზე საუბარი აჩვენებს, თუ რამდენად არიან იმ დღის წესრიგს აცდენილი, რაც ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ამ ადამიანებს უკვე საერთოც არაფერი აქვს, მათ შორის, მათ მცირერიცხოვან მხარდამჭერებთანაც კი.„რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებაზე ან დაშლაზე საუბარი უკვე უხერხული და სამარცხვინოა. ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, თუ რამდენად არიან ისინი იმ დღის წესრიგს აცდენილი, რაც საქართველოშია და ასევე იმ ინტერესებს, რაც ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ. ამ ადამიანებს უკვე საერთო არაფერი აქვს, მათ შორის, მათ მცირერიცხოვან მხარდამჭერებთანაც კი. ახლა იმ პროცესს ვუყურებთ, როცა რადიკალური ოპოზიცია დგას გაარაფრების გზაზე და ცოტა ხანში მათგან აღარაფერი აღარ დარჩება“, – განაცხადა რატი იონატამიშვილმა.

ემანუელ მაკრონი ევროპელებს აფრთხილებს, „არ იქცნენ აშშ-ს ბედნიერ ვასალებად“

საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპელებს აფრთხილებს, რომ „არ იქცნენ აშშ-ს ბედნიერ ვასალებად.“ ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პორტუგალიაში ვიზიტისას განაცხადა.საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპელებს, „კვლავ აღმოეჩინათ რისკის, ამბიციისა და ძალაუფლების გემო.“„მე ვხედავ ბევრ ადამიანს ჩვენს ევროპაში, რომლებიც ამბობენ – ჩვენ უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილი ამერიკელების მიმართ, ეს გაივლის, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ პასუხი არ არის მორჩილებაში და მე არ ვარ ვასალიზაციის მომხრე“, – თქვა მაკრონმა.საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპა უნდა დარწმუნდეს ერთ რამეში, რომ მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ერთიანობა და სიძლიერე და ამისთვის მათ უნდა გააკეთონ ღრმა არჩევანი ტექნოლოგიის, მრეწველობის და თავდაცვის თვალსაზრისით.მაკრონმა დადებითად შეაფასა აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათ მინერალებზე მიღწეული შეთანხმება, ასევე, გაიხსენა ტრამპთან უკრაინაზე საუბარი.„მე ვცდილობდი, ამეხსნა უკრაინის მნიშვნელობა და მისი ეგზისტენციალური ბრძოლა სუვერენიტეტისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის,“ – აღნიშნა მაკრონმა.

სერგი კაპანაძე – თუნდაც რომ „ქართული ოცნების“ ბუნდღა აღარ იყოს, როგორ უნდა გამოასწორო ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით არსებული მდგომარეობა?

„ევროკავშირთან, რაც არის კიდევ გაფუჭებადი და მოსწრებადი, ესაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. მე მგონია, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უვიზო რეჟიმის დაკარგვასთან იმ უბრალო, მარტივი მიზეზის გამო, რომ უვიზო რეჟიმის დაკარგვას კონსენსუსი არ სჭირდება ევროკავშირში და თუ აქ კიდევ უფრო მეტი „წითელი ხაზი“ გადაილახა, უბრალოდ, მათ ხელთ არსებული დასჯის ინსტრუმენტი სხვა არაფერი იქნება, თუ არა ეს. ანუ მე არ წარმომიდგენია ქვეყანა, რომელსაც მაგალითად, ასოცირება ექნება შეჩერებული, სანქციების ქვეშ იქნება, უვიზო არ ექნება და თან „ჰორიზონტის პროგრამა“ ექნება, რომლითაც მეცნიერები დაფინანსდებიან და მაღალი დონის გაცვლითი პროგრამები ექნებათ. ანუ ეს შეიძლება თეორიულად მოხდეს, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი და კონტექსტიდან ამოგდებული იქნება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ბოლო სიახლეები