საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, ლიბანში ომი „არ გააფართოვოს“. ამასთან, მისი თქმით, საფრანგეთი ლიბანის შეიარაღებულ ძალებს ჯავშანტრანსპორტიორებს, ოპერატიულ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას მიაწვდის.
მაკრონი ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ისრაელის მიმართულებით სროლა, დაყაროს იარაღი და „აჩვენოს, რომ არ არის საზღვარგარეთიდან ბრძანებების მიმღები მილიცია“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ისრაელს, თავი შეიკავოს ლიბანში ჯარების ადგილზე განთავსებისგან ან „ფართომასშტაბიანი ოპერაციის“ დაწყებისგან.
„ლიბანის ხელისუფლებამ მომცა ვალდებულება, რომ აკონტროლოს „ჰეზბოლას“ მიერ დაკავებული პოზიციები და სრულად აიღოს პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე მთელ ეროვნულ ტერიტორიაზე. მე მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. საფრანგეთი გააძლიერებს თანამშრომლობას ლიბანის შეიარაღებულ ძალებთან და მიაწვდის მათ ჯავშანტრანსპორტიორებს, ასევე ოპერატიულ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას“,- განაცხადამაკრონმა
მისი თქმით, „ყველაფერი უნდა გაკეთდეს“ იმისთვის, რომ ლიბანი „კიდევ ერთხელ არ ჩაითრიოს ომში“.

