კვირა, ოქტომბერი 19, 2025

ელისო ბოლქვაძე – ჩემი ქვეყნისთვის მსურს, უამრავი მიღწევა მომავალშიც იქცეს ნორმად და ამიტომ, კვლავ მხარს დავუჭერ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია

ჩემი ქვეყნისთვის მსურს, უამრავი მიღწევა მომავალშიც იქცეს ნორმად და ამიტომ, კვლავ მხარს დავუჭერ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია, – ამის შესახებ ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ელისო ბოლქვაძე თავის ვრცელ პოსტში აღნიშნავს, რომ საქართველოდან შორს მყოფისთვის ბევრად მკვეთრად ჩანს კონტრასტი დღევანდელ საქართველოსა და იმ საქართველოს შორის, როცა „ოცნების“ წინამორბედი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა, ქვეყანაში ძალადობა, შიში იყო გამეფებული.

„ვფიქრობ, რომ დღეს აუცილებელია დავაფიქსირო ჩემი ხედვა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

23 წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ, თუმცა მჭიდროდ ვარ დაკავშირებული ჩემს სამშობლოსთან. ეს სიყვარული ბავშობიდან გააღვივეს ჩემმა მშობლებმა.

როგორც იუნესკო-ს მშვიდობის არტისტი,საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენოსანი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ბათუმის მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი, ვცდილობ ჩემი ხელოვნება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა მივმართო ჩემი ქვეყნის საუკეთესოდ წარმოსაჩენად მსოფლიოს ყველა კუთხეში, სადაც კონცერტებს ვატარებ.

პირველ რიგში, მადლობა დღევანდელ მთავრობას პანდემიასთან ბრძოლაში მოპოვებული შესანიშნავი რეზულტატებისთვის. „ოცნებამ“ ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ამ პარტიის მთავარი ღირებულება ხალხზე ზრუნვაა და ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია.

„ოცნების“ წინამორბედი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა და ქვეყანაში ძალადობა და შიში იყო გამეფებული.

ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიის მაღალი ხარისხით მოვიდა ხელისულებაში და სააკაშვილის რეჟიმი სისხლის გარეშე დაამარცხა!

ეს იყო „ქართული ოცნების“ სულისჩამდგმელის, ბიძინა ივანიშვილის ურყევი ნება – დიქტატურის დემოკრატიით დამარცხება! უზნეობასთან ზნეობრივი დაპირისპირებით ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

„ქართულმა ოცნებამ“ მართლაც მოკლე პერიოდში აღკვეთა ძალადობის, მოსახლეობის ტერორის და პატიმრების სისტემური წამების მაგალითები. 12-ჯერ შეამცირა ციხეში სიკვდილიანობა და დღეს საქართველო მაგალითს აძლევს ბევრ სხვა განვითარებულ სახელმწიფოს.

შესაძლოა საქართველოში ამ მიღწევებს აღარც აფასებენ სათანადოდ და არც აქცევენ ყურადღებას, რადგან ნორმად იქცა პატიმრებისადმი, ზოგადად ადამიანისადმი ჰუმანური მოპყრობა და ეს არის უკვე კარგია!

ეს უდიდესი მიღწევაა იმ საზოგადოებაში, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ შიშის რეჟიმში ცხოვრებდა.
საზოგადოებაში, სადაც შიში და ძალადობა ნორმად იყო გადაქცეული. ასევე ნორმა იყო მართული მედიის სიჩუმე, ქონების ჩამორთმევა და ადამიანების ხოცვა.

მერწმუნეთ, საქართველოდან შორს მყოფისთვის, ბევრად უფრო მკვეთრად ჩანს კონტრასტი იმ საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის. ეს კონტრასტი შეიძლებოდა არც ყოფილიყო, თუ სააკაშვილის რეჟიმს ჩაანაცვლებდა მისი მსგავსი ძალა, ისეთივე დაუნდობელი და სასტიკი.

დარწმუნებული ვარ, იმ შემთხევაში საქართველო ვერ მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას. დამეთანხმეთ, რომ ბევრისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან უკვე ისეთივე ბუნებრივია, როგორც პატიმრებისადმი ჰუმანური მიპყრობა ან კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა.

საქართველოსთვის უკვე შვიდი წელია, ნორმად იქცა საყოველთაო ჯანდაცვა, უფასო გადაუდებელი ოპერაციები, C ჰეპატიტის უფასო მკურნალობა. ვინც არ იცით, გაცნობებთ, რომ C ჰეპატიტის მკურნალობაში საქართველოს სანიმუშო ქვეყნის საპატიო წოდება მიენიჭა.

სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებული აღმასვლაც უკვე ნორმად იქცა და ქართული საზოგადოება უნდა ამაყობდეს ამ მიღწევებით!

მიზანდასახული და ურყევი განვითარება, მშვიდობა, ბიზნესის, მედიის და სიტყვის თავისუფლება ქართული სახელმწიფოს ისეთივე ბუნებრივ ატრიბუტებად იქცა როგორც გერბი და დროშა.

ქვეყანა კი ვითარდება ზედმეტი ეპატაჟის, პათეტიკის და ბაქიაობის გარეშე !!

სააკაშვილმა თავისი მმართველობის დროს თვითრეკლამა არნახულ მწვერვალებზე აიყვანა და ლამის კომედიად აქცია.

უკვე სასაცილო იყო მის მიერ ერთი და იგივე ობიექტების რამოდენიმეჯერ ზარზეიმით გახსნა. ასევე გაუაზრებელი იდეოლოგიების დანერგვა საზოგადოებაში მედიის ზეწოლით.

პირადად ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის არჩეული გზა,ხედვები და მიმართულებები არის სწორი და ადაპტირებული ქვეყნის განვითარებისთვის.

იგი პრინციპულად უარის ამბობს საკუთარი სიკეთეების რეკლამაზე და ურყევად მიდის დასახული მიზნებისკენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მახსოვს, 2011 წელს მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის განვითარების უმთავრეს წინაპირობაზე -განათლებაზე!დღეს კი ქუთაისში მილიარდი ევროს ღირებულების უნივერსიტეტი შენდება მისი პირადი რესურსებით.

უკვე ნორმადაა ქცეული ქართული საზოგადოებისთვის უფასო სახელმძღვანელოები,ასობით გარემონტებული სკოლები,კომპიუტერიზაცია.

ბუნებრივ მოვლენად იქცა გაჭირვების დროს „ფონდი ქართუს“ მიერ გაწეული მრავალმილიონიანი დახმარებები, ასობით გარემონტებული კულტურული ძეგლები, სპორტული მოედნები, კულტურული ობიექტები, გადარჩენილი ბიბლიოთეკები, ინსტიტუტები, ბოტანიკური ბაღები და რასაკვირველია ხმაურის გარეშე გადარჩენილი ათასობით ადამიანის სიცოცხლე!

როგორც ხელოვანმა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ფონდი „ქართუს“ უდიდესი წვლილი ისტორიული ძეგლების გადარჩენაში. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რამდენი რამ არ შემორჩებოდა საქართველოს, რომ არა ქართუ!!

მაგრამ საქართველოს გაუმართლა და დღეს ბატონი ბიძინას წყალობით მივიღეთ რეაბილიტირებული თეატრები, ბოტანიკური ბაღები, „ციცინათელაც“, „ბლექსი არენა“, დელფინარიუმიც და მალე დენდროლიგიური უნიკალური პარკი, რომელიც გრავიტაციის და მწვანე ტურიზმის ოაზისად მოგვევლინება.
გავიხსენოთ ასევე აღდგენილი ისტორიულო მემკვიდრეობა, ხევსურეთში მდებარე მუცოს ციხესიმაგრე, ასობოთ სხვა ეროვნული ძეგლები, რომლებითაც ვამაყობთ, თუმცა აღარ გვახსოვს, თუ ვინ გადაარჩინა ეს საგანძური…და ესეც კარგია!

დიახ, სწორედაც რომ ნორმად უნდა იქცეს განვითარებაც, პროგრესიც და წინსვლაც! განვითარებას არ სჭირდება ყოველდღიური აპლოდისმენტები.

ცხოვრებამ თვით უნდა აქციოს ნორმად განვითარების დინამიურობა – ისევე როგორც ნორმად იქცა ყველაფერი რაც ზევით ჩამოვთვალე.

მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ვიღწვი განვვითარდე ყოველდღე. როცა რამეს ვაღწევ, მინდა კიდევ მეტი მოტივაციით წინ წავიდე.

ჩემი ქვეყნისთვის მსურს უამრავი ბევრი მიღწევა მომავალშიც იქცეს ნორმად და ამიტომ კვლავ მხარს დავუჭერ „ქართულ ოცნებას“ – პარტიას, რომელმაც ჰუმანიზმი ნორმად აქცია!!“, – წერს ელისო ბოლქვაძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების 4-კვირიანი შეჩერების შემდეგ, სამუშაოები ცეცხლის შეწყვეტის ადგილობრივი ზონების შექმნის შედეგად დაიწყო.„ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა ბირთვული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კომპლექსური სარემონტო გეგმის განსახორციელებლად სააგენტოსთან ორივე მხარემ კონსტრუქციულად ითანამშრომლა“, - აღნიშნა გროსიმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და კიდევ ერთი ვადით პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების იმედი აქვს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და გამარჯვებას ელოდება.„Channel 14”-ის გადაცემაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა კიდევ ერთი ვადით კენჭისყრას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, რაზეც ნეთანიაჰუმ დადებითი პასუხი გასცა.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გაიმარჯვებს, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ამის იმედი აქვს.ამასთან, გადაცემაში სტუმრობისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზაში ომი საბოლოოდ დასრულდება მაშინ, როდესაც მიღებული შეთანხმების პირობები შესრულდება.„ეს, უპირველეს ყოვლისა, პირველ ეტაპს მოიცავს, ჩვენი ყველა მძევლის დაბრუნებას. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ აზრზე, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ თუ არ დათანხმდება განიარაღებას, ეს „რთული გზით“ მოხდება.„ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება, მაშინ დასრულდება ომი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

„დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება!“ – ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდება

პლასტმასის დანები, ჩანგლები, თეფშები და სხვა ნივთები მაღაზიების დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება. მომხმარებლებს, მათ ნაცვლად, ალტერნატიული, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული პროდუქცია დახვდებათ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 3-იდან 6 000 ტონამდე პლასტმასის პროდუქტი გამოიყენება, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ გამოწვევად რჩება.საკვებთან შემხებლობაში მყოფი პლასტმასის მასალის გამოყენების შეზღუდვის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჯანდაცვის სამინისტროა.ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, რეგულაციებს მიესალმებიან გარემოს დამცველებიც. მათი თქმით, ყველაზე მეტად დაბინძურებულია ტურისტული ზონები, ტყეები, მდინარეები და საპიკნიკე ადგილები. ბუნებაში მოხვედრის შემდეგ მავნე ნივთიერებები საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებსა და ზღვის ეკოსისტემას.მანამ, სანამ ქვეყანა ახალ რეგულაციებს მიიღებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას ატარებს. მიმდინარეობს შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან - ბიზნესთან, გარემოს დამცველებთან და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან. ბოლო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან შედგა.მოსალოდნელ ცვლილებებთან ადაპტაციას ბიზნესი უკვე იწყებს. მეწარმეებმა სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პლასტმასის ნაწარმის იმპორტი და ადგილობრივი ბაზრებისთვის მიწოდება აიკრძალება, ხოლო წარმოება მხოლოდ ექსპორტისთვის იქნება ნებადართული. კომპანიები უსაფრთხო ალტერნატივებზე გადადიან - ხე, ბამბუკი და ქაღალდი, მათ შორის ყველაზე პოპულარული მასალებია. დაგეგმილია თანამშრომლების გადამზადებაც.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგულაციის სამუშაო ვერსია უკვე მზადაა. ინიციატივის მიხედვით, საქართველოში აიკრძალება პლასტმასის დანების, თეფშების, ჩხირების, ჭიქების და მათი თავსახურების გაყიდვა.ახალი რეგულაციების დანერგვის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, ქვეყნის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და გარემოს, მათ შორის შავი ზღვის დაბინძურების ხარისხის შემცირება. ცვლილებები ქვეყანაში სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება.

ცნობილია, რამდენ დღეს დაისვენებენ მოსწავლეები პირველ სემესტრში

საქართველოს საჯარო სკოლებში 2025-2026 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. მეორე სემესტრი კი ზამთრის არდადეგების შემდეგ დაიწყება.იქამდე რამდენიმე ოფიციალურად უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა 23 ნოემბერი - გიორგობა 7 იანვარი - შობასკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.მეორე სემესტრი კი 15 იანვარს დაიწყება.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის კამერებმა ჰავაიზე აქტიური კრატერიდან ლავის გადმოფრქვევის პროცესი დააფიქსირა.კადრებში ჩანს კვამლიც, რომელიც ფერდობზე ტრიალებს. კილაუეას ვულკანი, პერიოდულად, 2024 წლის დეკემბრის შემდეგ იფრქვევა.

ბოლო სიახლეები