ელისაშვილი: ნათელაშვილს საქართველოს პარლამენტში არ შემოუდგამს ფეხი არასდროს და 5 მლნ აქვს წაღებული

Read Time:48 Second

“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, “პალიტრანიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილის პარლამენტში ყოფნის ღირსი არ არის და მხარს დაუჭერს მისთვის მანდატის გაუქმების გადაწყვეტილებას.

“მხარს დავუჭერ რომ შალვა ნათელაშვილი არ იყოს პარლამენტის წევრი, რადგან ის არის ყველაზე უპასუხიმსგებლო პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი საქართველოს ისტორიაში. საქართველოს პარლამენტში არ შემოუდგამს ფეხი არასდროს და 5 მლნ აქვს წაღებული მარტო წევრობის.

მივლინების ფულს იღებდა, როცა არ წასულა. განცხადებას წერდა ბენზინი მომეცითო, როდესაც მანქანით არ სარგებლობდა. ბინის ქირის ფულს ითხოვდა, როცა ქუთაისში ფეხი არ ჩაუდგამს.

დღე და ღამე ვშრომობ საქართველოს პარლამენტში, თავდაუზოგავად. თუ ვინმეს არ ჯერა, ამოიღეთ სტატისტიკა ჩემი და ლევან იოსელიანის მუშაობისა. შალვა ნათელაშვილი არ არის პარლამენტში ყოფნის ღირსი და ასეთი პოლიტიკოსები რაც ნაკლები იქნება პოლიტიკურ სპექტრში უკეთესია. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა ოპოზიცია არის კორუმპირებული. მილიონერი გახდა, ისე რომ პრლამენტში ფეხი არ შემოუდგამს. წაიღეთ დრონი და გადაუღეთ ბაზალეთზე მის მამულებს, მერე წამოდით და გადაუღეთ ჩემს “მამულს” რომელიც სულ 67 კვადრატულს შეადგენს და რომელიც 10 წელი “საქ ბანკის” საკუთრებაშია, უნდა ვიხადო”- განაცხადა ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნატოში აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა ბელარუსში დაახლოებით 30 000 ჯარისკაცი და თანამედროვე შეიარაღება გადაისროლა
Next post ამირან გამყრელიძე: თუ „ომიკრონის“ ტალღის შეჩერება, შეკავება და პანდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოსვლა გვინდა, ივლისამდე, მოსახლეობის 70% უნდა აიცრას