შაბათი, ივნისი 28, 2025

ელენე ხოშტარია შიმშილობას იწყებს

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

ამასთან, ხოშტარიამ აღნიშნა, “რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა”.

„მე რუსთაველზე გადავწყვიტე მოსვლა იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, სადაც იმართება მთავარი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ეს ბრძოლა არის რუსეთთან ბრძოლა. ამ ბრძოლაში ჩვენ გავიარეთ ბევრი ეტაპი. გავიარეთ ეტაპი, როდესაც ვამაყობდით, რომ 300 ათასი ადამიანი ვდგავართ გარეთ და ვართ ძლიერები, გავიარეთ ეტაპი, როდესაც იჭერენ პოლიტიკოსებს, გავიარეთ ეტაპი, როდესაც ჩვენს პოლიტპატიმრებს დედები და მამები უკვდებიან და არიან ციხეში, გავიარეთ მძიმე და საამაყო ეტაპები.ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი, მე მინდა ჩემი ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხადო და ეს ფორმა არ არის ან ემოციური ან გაუაზრებელი, ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა. მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას, არ მოვიცვლი აქედან ფეხს, ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული რაღაც სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, თუ თქვენ ვერ ხედავთ თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით – ეს არის ჩემი განაცხადი “ქართული ოცნებისთვის”. მეორე განაცხადი ხალხისთვის – რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა, ამიტომ, მე ვერავის ვერ ვასწავლი ჭკუას, როდის გამოვიდეს ქუჩაში, მე ვერავის ვერ მოვუწოდებ, რომ ან იშიმშილოს ან ციხეში ჩაჯდეს ან როდის გამოვიდეს, მე მხოლოდ ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ მზად, რომ თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ!” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გასამართად. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.„ჩვენ მზად ვართ, მსგავსი შეხვედრა სტამბოლში გავმართოთ“, – თქვა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, დელეგაციების ხელმძღვანელები შეხვედრის შესაძლო თარიღზე მსჯელობენ.პუტინმა ასევე ისაუბრა დასავლეთთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს რუსეთის ეკონომიკის „დამარხვას.”„რა ხდება დასავლეთის ქვეყნებში? ისინი მუდმივად გვმარხავენ. მალე, თავად ამოხდებათ სული იქ“, – თქვა პუტინმა.პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველას აგრესიულ თეზისად 2022 წლის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია” მოყავს, მაგრამ როგორ მივიდნენ აქამდე, ამაზე არავინ საუბრობს. პუტინის თქმით, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ რუსეთი მოატყუეს, თითქოს „ნატო“ არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით.„ჩვენ არავინ გვისმენდა. ისინი ამ მიმართულებით მოძრაობდნენ. განა ეს აგრესიული ქცევა არ არის? ეს არის აგრესიული ქცევა, რომელზეც დასავლეთს ყურადღების მიქცევა არ სურს“, – თქვა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ტრამპთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, ნებისმიერ დროს მზად არის, კონტაქტებისა და შეხვედრებისთვის, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტთანაც.„მე ყოველთვის ღია ვარ კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის. ვიცი, რომ ბატონი ტრამპიც საუბრობდა შეხვედრების შესაძლებლობაზე. ისევე, როგორც ის, მეც ვთვლი, რომ ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს,“ – თქვა პუტინმა.ტრამპზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას პატივს სცემს. პუტინის თქმით, დონალდ ტრამპმა ძალიან რთული და საშიში გზა გაიარა ხელისუფლებაში დაბრუნებისას.

მიხეილ სააკაშვილი – მეც ხელს ვუწვდი ალეკო ელისაშვილს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავადაც ხელს უწვდის ალეკო ელისაშვილს.„მეც ხელს ვუწვდი ალეკო ელისაშვილს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.ფეისბუქპოსტში მიხეილ სააკაშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას აზიარებს, რომელშიც ელისაშვილი ამბობს, რომ სურს, ხელი გაუწოდოს მიხეილ სააკაშვილს.„მინდა, ხელი გავუწოდო სააკაშვილს. ფაქტია, მასზე არასდროს კარგი არ მითქვამს, მაგრამ შევხედოთ ასე: სააკაშვილი არის ძალიან დიდი ტიპი, ისტორიული ტიპი საქართველოში. რამდენიმე კარგს ვიტყვი, მარტო ცუდს არ ვფიქრობ მასზე. ცუდსაც ვიტყვი და წინაპირობა მაქვს ერთი, რომ ხელი ჩამოვართვათ შერიგებისა, სააკაშვილამდე არ მიმიშვებენ, მაგრამ აქედან ვუწვდი ხელს – სააკაშვილი იყო ტიპი, რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა ეს ქვეყანა და ქვეყანა კორუფციისგან გაწმინდა. ეს არის ფაქტი. გაატარა ისეთი ეფექტური რეფორმები, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. ფაქტია, რომ პოლიცია პოლიციას დაემსგავსა, საბაჟო საბაჟოს დაემსგავსა… დიდი რეფორმები გაატარა, დიდი ისტორიული ნაბიჯები გადავდგით და წუმპიდან ამოვედით. ეს არის ფაქტი. მეორე ამბავი, რაც მე მომწონს – ომი არ დაუწყია სააკაშვილს, ომი არ დაუწყია საქართველოს. ცხინვალიც, ჯავაც, ზნაურიც და როკის გვირაბიც არის საქართველოს ტერიტორია. მე ვაკრიტიკებდი სააკაშვილს უთავბოლობის გამო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი ვაშაძე – ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა, ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას, რეჟიმს აღარ ჰყოფნის ადამიანობა, რომ მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას უდანაშაულო ახალგაზრდები

ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა, ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას. რეჟიმს აღარ ჰყოფნის ადამიანობა, რომ მშობელთან საბოლოო განშორებისთვის გაუშვას უდანაშაულო ახალგაზრდები, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.„ჩვენი პატიმრობა არაფერია. მტკიცედ ვართ. შეგუებულნი იმ აზრს, რომ ზოგჯერ თავისუფლების გზა ციხეზეც გადის.თუმცა დღეს ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა. ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას.ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება. ამ რეჟიმს აღარ ყოფნის ადამიანობა, რომ თუნდაც მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ეს უდანაშაულო ახალგაზრდები.ასეთ დროს კიდევ უფრო ხვდები, რომ ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის. ამიტომაც არის ეს რეჟიმი ბოროტება და ბოროტებასთან შერიგება და დანებება დანაშაულია. მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას“, – ნათქვამია ვაშაძის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

UFC-ის საუკეთესო მებრძოლი | მერაბი პრესტიჟულ ჯილდოზეა წარდგენილი

ESPY Awards-ი პრესტიჟული ყოველწლიური დაჯილდოებაა, რომელსაც ESPN-ი 1993 წლიდან ატარებს. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში ვლინდებიან და წლეულს, მათ შორის ქართველი სპორტსმენიცაა.ESPY-ზე მერაბ დვალიშვილი გამოარჩიეს. „მანქანა“ UFC-ის საუკეთესო მებრძოლის ჯილდოზეა წარდგენილი. მისი კონკურენტები ისლამ მახაჩევი, კაილა ჰარისონი და დრიკუს დუ პლესი არიან. ჰარისონი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და ჯულიანა პენია დააფინიშა, დუ პლესიმ ქამარ შონ სტრიკლენდთან დაიცვა, ხოლო მახაჩევმა რენატო მოიკანოს მოუგო.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება, ეს არის ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება – ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, საბოლოო ჯამში, ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული.„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ოცნება, ორი მთავარი ქართული ოცნება – ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ ამ მიმართულებით, ჩვენ საშუალოვადიან პერსპექტივაში გვექნება ამ მიზნის სრულად მიღწევის საშუალება; მეორე – ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც არის ჩვენი ეროვნული ოცნება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, საბოლოო ჯამში, ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჩვენი გუნდური მუშაობით ყველა ეს მიზანი საბოლოოდ იქნება მიღწეული ჩვენი ქვეყნისთვის, გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები