ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

ელენე ხოშტარია: საკრებულოს წევრმა შაქარაშვილმა „ლამაზი ბოზი“ მიწოდა

ევროპული საქართველოს წევრი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ელენე ხოშტარია სასტუმრო ბილტმორში, გენგეგმის განხილვისას, სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ, Facebook-ზე წერს.

ხოშტარიას თქმით, დაპირისპირების დროს, თბილისის საკრებულოს წევრმა ვახტანგ შაქარაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა და მას “ლამაზი ბოზი” უწოდა.

“დღეს მიმიწვიეს მერიიდან ბილტმორში გენგეგმის განხილვაზე. მივედი გულუბრყვილო ინტერესით, რომ მოვისმენდი ბოლო ბოლო ქალაქის გეგმა რა არის. შეხვედრა, რომელსაც ასამდე ადამიანი ესწრებოდა მერიამ მოაწყო გენგეგმის ჯგუფის საჯარო სასამართლო, თან სრულიად დაუსაბუთებელი. ამდენი ადამიანი ვისხედით და ვუსმენდით თავისივე დაქირავებულ ჯგუფთან, რომელსაც ჩვენ ვუხდით ფულს გარჩევებს. როდესაც მოვითხოვე სიტყვა და დავიწყე მერიის კრიტიკა ქალაქის მერმა გამაწყვეტინა სიტყვა, ორ ხმაში ლაპარაკობდა ჩემთან ერთად, უბრალოდ ძალაზე იყონდა არ გაჩერდა. მერე დაიძაბა ვითარება და საკრებულოს წევრმა შაქარაშვილმა მომაყენა შეურაცხყოფა- ლამაზი ბოზი, მგონი ასე ჟღერდა. მე ვეცადე ფიზიკური ჩხუბი არ მომხდარიყო და ვაშველებდი კაცებს. მერე ისევ ავიღე სიტყვა და ისევ შემაწყვეტინეს და ცხადია პროტესტის ნიშნად დავტოვე შეხვედრა.ეს არის ქალაქის მმართველობის დამოდკიდებულება ქალაქის მიმართ და კრიტიკის მიმართ. სამწუხროა”, – წერს ელენე ხოშტარია.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე მთელ რეგიონს ცეცხლის ალში გაახვევს, დიპლომატიას შანსს თუ მივცემთ, მშვიდობის მიღწევა სრულიად შესაძლებელია

ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე მთელ რეგიონს ცეცხლის ალში გაახვევს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.ერდოღანის თქმით, თურქეთი არ დარჩება გულგრილი რეგიონში მიმდინარე კრიზისების მიმართ და მეგობრებს არ მიატოვებს.„ეს ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე გაფართოვდება და რეგიონს სრულად ცეცხლის ალში არ გაახვევს. დიპლომატიას შანსს თუ მივცემთ, მშვიდობის მიღწევა სრულიად შესაძლებელია“, – განაცხადა ერდოღანმა.ერდოღანის თქმით, თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას, რათა მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ.ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან ფრთხილად მოქმედებს, რათა დაიცვას ქვეყანა გარშემო არსებული „ცეცხლისგან“.

გურამ მაჭარაშვილი: წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქე რომ ხარ და შენი ქვეყნის ასეთ მნიშვნელოვან ობიექტზე სანქცია რომ მოიხსნება და გეწყინება, თან იმდენად, რომ გეტკინება

წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქე რომ ხარ, მერე რა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგი ხარ და შენი ქვეყნის ასეთ მნიშვნელოვან ობიექტზე სანქცია რომ მოიხსნება, ეს გეწყინება,- განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ყულევის ნავთობტერმინალის ევროკავშირის სასანქციო პაკეტიდან ამოღებასთან დაკავშირებით.მისივე თქმით, ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტების მიერ დადგინდა, რომ საქართველოს საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდების მიზნით დარღვევა არ ჰქონდა.„გვახსოვს, 2 წლის წინ შავი ხვრელების კამპანია რომ დაიწყეს ე.წ. „ნაცმოძრაობამ" და მისმა სატელიტებმა, რომ შავი ხვრელებია ხალხო, ჩამოდით საქართველოში, დაბომბეთ, ომი დაიწყეთ და ჩამოაგდეთ ხელისუფლებაო. აღმოჩნდა, რომ, ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტების მიერ დადგინდა, რომ არაფერი ჰქონდა საქართველოს დარღვევა საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდების მიზნით. პირიქით, თქვეს, რომ საქართველო იყო პირნათელი ამ სანქციების შესრულების თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქე ხარ, მერე რა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგი ხარ და შენი ქვეყნის ასეთ მნიშვნელოვან ობიექტზე სანქცია რომ მოიხსნება, გეწყინება, თან იმდენად, რომ გეტკინება“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ჯორჯია მელონი – ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონმა განაცხადა.სენატში სიტყვით გამოსვლისას მელონმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ფართო საერთაშორისო კრიზისის წინაშე დგას, „სადაც საფრთხეები სულ უფრო საშიში ხდება და საერთაშორისო სამართლის მიღმა განხორციელებული ერთპიროვნული ჩარევები მრავლდება“.მელონის თქმით, „ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკისა და ისრაელის ინტერვენცია“ სწორედ ამ უფრო ფართო კრიზისის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაუშვებელია, ირანის ხელისუფლებას ბირთვული იარაღი ჰქონდეს.„იმედი მაქვს, ამ დარბაზში ყველასთვის ნათელია, რომ არ შეგვიძლია, დავუშვათ, აიათოლების რეჟიმს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რომელიც შერწყმულია სარაკეტო შესაძლებლობებთან და რომელსაც მალე შესაძლებლობა ექნებოდა, პირდაპირ დაერტყა იტალიასა და ევროპისთვის. ასეთი სცენარი დაასრულებდა საერთაშორისო გაუვრცელებლობის სისტემას და გამოიწვევდა ბირთვული შეიარაღების რბოლას, რასაც გლობალურ უსაფრთხოებაზე დრამატული გავლენა ექნებოდა“, – განაცხადა მელონმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინასურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს.სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ო. ა. (მის: მარნეული, ყურბანოვის ქუჩა N2) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.ობიექტზე, ასევე, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

„სიენენის“ ცნობით, სამხრეთ კორეაში THAAD-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ტრანსპორტირებისთვის საჭირო მანქანები გადაადგილდებიან

სამხრეთ კორეაში THAAD-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ტრანსპორტირებისთვის საჭირო მანქანები გადაადგილდებიან.ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ვიდეოში ჩანს რამდენიმე მძიმე, გაფართოებული მობილობის ტაქტიკური სატვირთო მანქანა, რომელიც სოსონგ-რის ქუჩაზე მოძრაობს. რამდენიმე სატვირთო მანქანის უკანა მხარე ბრეზენტითაა დაფარული.„სიენენის“ მიერ გამოკითხული რამდენიმე სამხედრო ექსპერტის თქმით, ეს სატვირთო მანქანები შეესაბამება იმ სატვირთო მანქანებს, რომლებიც გამოიყენება THAAD სისტემების გადასატანად.სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე მიონგმა ადრე განაცხადა, რომ მას არ შეუძლია, შეაჩეროს შეერთებული შტატები, გაიტანოს თავისი იარაღის ნაწილი ქვეყნიდან, თუმცა თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი გავლენას არ მოახდენს ჩრდილოეთ კორეის შეკავების ზომებზე.„სიენენის“ თანახმად, 2017 წელს სამხრეთ კორეაში THAAD სისტემების განლაგებამ ჩინეთის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია, რომელიც ამ სისტემებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევდა.

ბოლო სიახლეები