ჩემი დამოკიდებულება 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით რჩება იგივე, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ოპოზიცია სწორი იდეის გარშემო ერთობით გაიმარჯვებს.
„დღეს ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს. ასევე მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან.
ჩემი დამოკიდებულება 4-ის აქციასთან დაკავშირებით, არგუმენტები, რატომ არ უნდა გამოვაცხადოთ ცვლილების თარიღები, რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ ყველა პოლიტიკურ დაპირებას და სიტყვას, რჩება იგივე. ამასთანავე, სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას ეს კამათები თავს არ უნდა მოვახვიოთ, მით უმეტეს, ხისტი ფორმებით.
პატივისცემა, მინდა, გამოვხატო ართანამშრომლობაში და ბრძოლაში მყოფი ყველა ადამიანის და პარტიის მიმართ, ამ კონკრეტულ კონტექსტში კი თინა ბოკუჩავას და ლევან ხაბეიშვილის მიმართ. სწორი იდეის გარშემო ერთობით გავიმარჯვებთ. ბოდიშს ვუხდი საზოგადოების ყველა წევრს, ვისი ენერგიაც ამ ეპიზოდზე დაიხარჯა“, – წერს ხოშტარია.