რუსეთში, კამჩატკას სანაპიროსთან 6 წუთში სამი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ყველაზე ძლიერი მიწისძვრის სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა, შემდეგი ორი შედარებით სუსტი 4.0 და 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გაერთიანებული გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალის ცნობით, ყველაზე ძლიერი ბიძგების ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 139 კმ-ში, ავაჩას ყურის წყლებში მდებარეობდა. ეპიცენტრი 36.8 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. შემდგომი მიწისძვრების ეპიცენტრები, სანაპიროდან 125 კმ და 127 კმ-ში მდებარეობდა.
მედიის ცნობით, პეტროპავლოვსკ-კამჩატსკში სეისმური მოვლენა 1-2 ბალიანი სიმძლავრით იგრძნობოდა.