შაბათი, ივნისი 21, 2025

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ. მ. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში რ. მ.-ს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობები, ეკავა.

„ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ რ. მ. თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში (ჰესებში) საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.

ამასთანავე, რ. მ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; კერძოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა (ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელებდა), რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელსა და ქონებრივ სიკეთეს იღებდა.

ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-ს ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დიდი ოდენობით უკანონო, არადეკლარირებულ შემოსავალს იღებდა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში, არ ასახულა. უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლების წარმოშობის დაფარვის მიზნით რ. მ. მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მათზე საკუთრების უფლებისა და მათთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვასა და შენიღბვას ახორციელებდა ქონების სხვა, ცრუმაგიერ პირებზე გაფორმების, ნაღდი ფულის თავისი და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა ფიზიკური პირის მეშვეობით შეტანის/ჩარიცხვის, უძრავი ქონების ფიქტიური შეძენის ან რეალიზაციის ამსახველი ხელშეკრულებების გაფორმების, ხელშეკრულებებში ქონების ღირებულების ხელოვნურად გაზრდის ან შემცირებისა და სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქციის შესრულების გზით. მაგალითად, გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600 000 ევროდ შეძენის ფაქტი. ამ თანხის უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დამალვისა და შენიღბვის მიზნით რ. მ.-მ თავისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 600 000 ევროს ღირებულების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა, რითაც აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა სცადა. ამასთანავე, მან, მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, მილიონ ლარამდე ღირებულების მქონე 2 ერთეული ავტომობილი მისი და თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.

გამოძიების ამ ეტაპზე როგორც ვლინდება, რ. მ.-მ ზემოხსენებული მეთოდებითა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.

გამოძიება გრძელდება და გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც რ. მ.-ს მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები. ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“, – ნათქვამია სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პაველ ჰერჩინსკი – ვწუხვარ, რომ ყველაზე ახალგაზრდა, ჭკვიანი ადამიანები, სწავლის, მუშაობის და საქართველოს განვითარებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ

ვწუხვარ, რომ ყველაზე ახალგაზრდა, ჭკვიანი ადამიანები სწავლის, მუშაობის და საქართველოს განვითარებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში ახალგაზრდები, რომელთაც უყვართ თავიანთი ქვეყანა, უკეთეს მომავალს იმსახურებენ.„ვისაუბრე მათე დევიძისა და მრავალი სხვა დაპატიმრებული აქტივისტისა და პოლიტიკოსის შესახებ. ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში. 21 წლის ასაკის, ის უბრალოდ ბავშვია. მე თავად 20 წლის ბიჭის მამა ვარ და ძალიან გულსატკენია იმის ნახვა, რომ ახალგაზრდა პიროვნებას, სტუდენტს, ადამიანს, რომელსაც უყვარს ქვეყანა, რომელსაც არასდროს ჰქონია პრობლემა მართლმსაჯულების სისტემასთან, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობას უსჯიან პოლიციელების წინააღმდეგ ჯოხის მოქნევისთვის. ეს ნამდვილად გულსატკენია. საქართველოში ახალგაზრდები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ თავიანთი ქვეყანა, არიან ერთგული მოქალაქეები. მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ საუკეთესო, ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე ჭკვიანი ადამიანები სწავლის, მუშაობის და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ. ეს ნამდვილად გულსატკენია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

დიმიტრი სამხარაძე რომეო მიქაუტაძეზე: ვიღაც “ჩინოვნიკუშკამ” გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? ყველას მოეკითხება, ვინც ოდესმე რამეში არის შემჩნეული, კანონის წინაშე ყველა თანასწორი და ვალდებულია, მით უმეტეს...

ბრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო, ქვეყანა გააძლიერო, დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამ დროს ვიღაც ჩინოვნიკუშკამ გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? მასე სად არის კაცო! - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავებას, რომელიც, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავა."ებრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო, ქვეყანა გააძლიერო, დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამ დროს ვიღაც ჩინოვნიკუშკამ გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? მასე სად არის კაცო! ყველას მოეკითხება, ვინც კი ოდესმე რამეში არის შემჩნეული, იმედი არ ჰქონდეს არავის, რომ ხელს ვინმე დააფარებს! კანონის წინაშე ყველა თანასწორი და ვალდებულია, მითუმეტეს პოლიტიკოსი! დღეს საქართველოს მართავს პროფესიონალი და რაც მთავარია, პატიოსანი და სუფთა ხალხი! არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ რამე ბინძური მოგვცხოს!" - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ჩამოვიდეს და ავუხსნით, რა სჭირს გელათს – სპეციალისტები თინათინ რუხაძეს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ

კულტურის მინისტრს სამოქალაქო აქტივისტები დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ - მოქალაქეები, რომლებიც გელათის ბედით არიან დაინტერესებულები, ამბობენ, რომ თინათინ რუხაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ გელათს საფრთხე აღარ ემუქრება, "სამარცხვინო ტყუილია".თინათინ რუხაძის ნათქვამს, რომ ტაძარს დროებითი გადახურვა უკვე გაუკეთეს და კომპლექსი ახლა დაცულია, თორნიკე ბარათაშვილი არ იზიარებს და მეტიც, აქტივისტი კობახიძის მთავრობის კაბინეტში მომუშავე მინისტრს კომპეტენციას უწუნებს.ასეთი არაკვალიფიციური, დაბალი კომპეტენციის და უბრალოდ საყველპურო საუბარი გელათზე არის ძალიან სამარცხვინო, მათ შორის იმ ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც ვერცერთ სფეროში, ვერცერთი მიმართულებით კვალიფიკაციას ვერ ავლენენ. ამ ქალის ამბიციიდან გამომდინარე, ოდნავ მეტი ინფორმაცია უნდა მოეპოვებინა, ვიდრე ასეთ ალმასისებრ ტყუილს იტყოდა საკუთარი მრევლის თუ სექტის საკვებად. ერთხელ მაინც მოვიდეს მინისტრი რუხაძე გელათში და ავუხსნით, რა სჭირს გელათს.დღეის მდგომარეობით, არათუ გადახურვა არის გაკეთებული, გუმბათი მიტოვებულია. აფრები დატოვეს უხარისხო კრამიტის იმედად. უამრავჯერ იწვიმა მას შემდეგ, რაც მოხსნეს აფრებზე დროებითი თუნუქის გადახურვა. ვიცით, რომ გასული წლის ივნისიდან მოხსნილია საკურთხეველზე ასევე თუნუქის გადახურვა და ზამთრის განმავლობაში თოვლი დავაფიქსირეთ, რაც ადასტურებს იმ რისკებს, რომ მოზაიკის მდგომარეობის დამძიმებას უწყობს ეს ყველაფერი ხელს". - განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა. 

ილია თოფურია – ვფიქრობ, ჩარლზ ოლივეირას პირველ რაუნდში დავამარცხებ

29 ივნისს UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას ლას ვეგასში დაუპირისპირდება.ამერიკაში ჩასულმა 28 წლის ქართველმა მებრძოლმა ღია ვარჯიში ჩაატარა და მოახლოებულ ბრძოლასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.„მოსამზადებელი ეტაპის დროს ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, რადგან დიდი წონა დასაკლები არ მქონია. 29 ივნისს შესანიშნავ სანახაობას გპირდებით.ამ დონეზე ყოველი დაპირისპირება უდიდესი გამოცდაა, მარტივი ბრძოლები აღარ არსებობს. ჩარლზიც და ისლამიც მაღალი კლასის სპორტსმენები არიან და განსხვავებული სტილით იბრძვიან.სიმართლე რომ გითხრათ, ვფიქრობ, ოლივეირასთან გრეპლინგშიც უპირატესობა ჩემს მხარესაა და პარტერშიც თავს მასზე უფრო ძლიერად ვგრძნობ.ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება დაპირისპირება, გამარჯვება მახრჩობელა ილეთითაც შემიძლია და ნოკაუტითაც. ვფიქრობ, ბრძოლა პირველ რაუნდში ჩემი გამარჯვებით დასრულდება. ჩარლზი მუდამ წინ მიიწევს, დისტანციის შემცირება თავადვე მოუწევს, ასე რომ, პირველივე წამიდან ოქტაგონის ცენტრში შევხვდებით.თუ ერთხელ მაინც დავაზიანებ, დაბრუნების შანსს ვეღარ იპოვის. ჩემი დარტყმის ძალა განსხვავდება იმისგან, რაც მის მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ“, – აღნიშნა თოფურიამ.შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია MMA-ს კარიერაში დაუმარცხებელია (16:0). გასულ წელს ის ქვემსუბუქი წონის (65კგ) ჩემპიონი გახდა და ქამარიც დაიცვა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ ტიტულისთვის იბრძოლებდა. მასთან დაპირისპირებაზე უარი თქვა ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა და ქვესაშუალო დივიზიონში (77კგ) გადაინაცვლა.შედეგად, მსუბუქი დივიზიონის ვაკანტური ქამრისთვის 29 ივნისს ქართველი მებრძოლი ჩარლზ ოლივეირას შეხვდება. 35 წლის ბრაზილიელი ამ წონის ჩემპიონი იყო, მას MMA-ს კარიერაში 46 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 35 მოიგო.

ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ რეჰოვოტში, ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტში ვიზიტისას განაცხადა, სადაც გასული კვირის ბოლოს ირანის სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.ვიზიტის დროს ისრაელის პრემიერს ჰკითხეს, რამდენ ხანს გაგრძელდება ისრაელის იერიშები ირანზე, რაზეც ნეთანიაჰუმ განაცხადა:„რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ეს არის პასუხი. რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რადგან ჩვენ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვართ, ორმაგი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. ერთია 20 ათასი რაკეტა, მეორე კი, რა თქმა უნდა, ატომური ბომბები ამ გიჟი რეჟიმის ხელში“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელის ქმედების მიზანია, გადაარჩინოს საკუთარი თავი ირანისგან მომდინარე განადგურების საფრთხისგან.„ირანი მსოფლიოში მთავარი ტერორისტული რეჟიმია. მას არ უნდა ჰქონდეს და არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ისრაელის ქმედების მიზანია, გადაარჩინოს საკუთარი თავი ირანიდან მომდინარე განადგურების საფრთხისგან. ამის კეთებით ჩვენ ასევე ვახდენთ მრავალი ქვეყნის გადარჩენას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ბოლო სიახლეები