ორი შვილის დედას, ეკა მურვანიძეს 2024 წლის 18 დეკემბერს ანადოლუს კლინიკაში ჩაუტარდა ალოგენური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (ჰაპლოიდენტური). ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ეკა 2025 წლის მარტში საქართველოში დაბრუნდა, სადაც რუტინულ ამბულატორიულ დაკვირვებასა და სისხლის ანალიზის მონიტორინგს განაგრძობდა. სამწუხაროდ, ივლისის ბოლოს სისხლის ანალიზში გამოვლინდა გადახრები – საგრძნობლად გაზრდილი ლეიკოციტების გამო ეჭვი გაჩნდა მწვავე მიელოიდური ლეიკემიის რეციდივზე.
2 აგვისტოს, ექიმის სასწრაფო მოთხოვნით, ეკა ანადოლუს კლინიკაში დაბრუნდა, სადაც ახლა გადის ქიმიოთერაპიას. კვლავ საუბარია ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაზე. მკურნალობა FLAG-IDA (Fludara,Alexan,Zavedos) პროტოკოლის შესაბამისად დაიწყო.
საბედნიეროდ, პირველი ქიმიოთერაპიებისა და ტრანსპლანტაციის თანხების დაფარვა მოქალაქეების თანადგომითა და სახელმწიფოს დახმარებით გახდა შესაძლებელი, ახლა კი დასაფარია 36 900 დოლარი, რისთვისაც ეკა მურვანიძის ოჯახს ისევ სჭირდება თანადგომა.
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშებზე:
#GE25TB7235736515100073- GEL
#GE23TB7235736615100028- USD
#GE93TB7235736615100029 – EUR
მიმღები – მაია მურვანიძე;
#GE62BG0000000113004500 (GEL,USD,EUR) – მიმღები ზაზა თომაშვილი. Paypal – @SKeshelashvili (USD,EUR)