“ის, რაც პოლიტიკურად არასწორია, ვერ იქნება პოლიტიკურად გამართლებული”, – არ მახსოვს ზუსტად ვისი სიტყვებია, მაგრამ ძალიან შეესაბამება ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯებს. დიახ, ამორალურად იქცევა ეს ხელისუფლება. ამორალურია, როცა მეგობარს არ ეხმარები, არ უდგახარ გვერდში გაჭირვებულს, როცა მტერს პარტნიორად აქცევ, როცა ომს შესაძლებლობას უწოდებ, როცა მტერთან გარიგებაში შედიხარ, თანაც შენი ქვეყნის მოქალაქეების ზურგს უკან. ამორალურია, ხელის მოთბობასა და ფულზე ლაპარაკი, როცა ის ბავშვების სისხლშია ამოსვრილი.
ამის შესახებ ეკა მიშველაძემ გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში”, საკუთარ მონოლოგში განაცხადა.