ეკა ბესელია: სანქციები მხოლოდ ფრენების აკრძალვა ჰგონიათ, პრაქტიკულად, ეს ადამიანის ცოცხლად მოკვდინებაა

Read Time:29 Second

სანქციები მხოლოდ ფრენების აკრძალვა ჰგონიათ, პრაქტიკულად, ეს ადამიანის ცოცხლად მოკვდინებაა,- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ეჭვი მაქვს, რომ ვერ ხვდებიან  სანქციები რას ნიშნავს, ჰგონიათ ეს არის ფრენების აკრძალვა მხოლოდ, მოახლოებული სანქციები, რომლებიც გარდაუვალი იქნება ჩემი აღქმით და განცდით. იქნებ წაიკითხონ იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც უკვე მოექცნენ სანქციების ქვეშ. პრაქტიკულად, ეს ადამიანის ცოცხლად მოკვდინებაა, რომ ვერსად ვერაფერს გააკეთებ, ხარ დაღდასმული. კარგად გაიაზრონ, არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ვინც იცის ეს რას ნიშნავს, წარმოუდგენელი მუხრუჭებია და მერე გვიანი იქნება. ვიდრე ვეტოს გადალახავენ, მინდა ვუთხრა ამ ბატონებს – ვეტოს გადალხვამდე, კარგად დაფიქრდით”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
100 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: უჩა აბაშიძის მორალის ხალხი კასრის სინდრომისგან რომ ვერ გათავისუფლდა, ეს უკვე დიაგნოზია – მე მაინც მგონია, რომ სასოწარკვეთილებისგან გაგიჟდნენ
Next post კახა კალაძე: ნურავის ჰგონია, რომ საქართველო ვინმეს კოლონიაა, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო