დღეს ბევრი ღია მუქარა იყო. პირდაპირი მინიშნებები იყო, რომ გახარიას მიმართ გამოძიება იმუშავებს. დღევანდელი სხდომა ჰგავდა პოლიტიკური შურისძიების აქტს გახარიას მიმართ. არ მალავდნენ ცინიკური, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი ფრაზებით მის მიმართ აგრესიას. ღიად ჩანდა, რომ კომისიას არანაირი ობიექტური კვლევის სურვილი მას არ აქვს“,- განაცხადა ბესელიამ.
ამასთან, ბესელიამ უშუალოდ გიორგი გახარიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მისვლაზე და იქ გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი რამ დააკლდა და გახარიასგან მეტის მოლოდინი ჰქონდა.
„მგონია, რომ დღეს გახარიას მეტი შეეძლო, მეტი ეთქვა, მეტი ბრალდება წაეყენებინა. ბევრი რამ აქვს გახარიას სათქმელი. ყველაფერზე, რაზეც მას პასუხებს სთხოვდნენ, ათმაგად დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“.
თვალები დათხარეს კი არა ძვლები დაუმტვრიეს ადამიანებს, დალეწილი აქვთ თავ-ყბა. გახარიას შეეძლო ღიად და გახსნილად საუბარი, თუმცა შეიძლება ეს მის სტრატეგიაში არ იყო. მგონია, რომ მას უფრო ძლიერად შეეძლო ამ ტრიბუნის გამოყენება დღეს. ბევრი რამ უფრო მწვავედ ეთქვა, ბევრი რამ უკან შეებრუნებინა და არ მიეცა იმდენის უფლება, რამდენიც მისცეს იქ მსხდომებმა საკუთარ თავს“, – განაცხადა ბესელიამ.