ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025

ეკატერინე ტიკარაძე: ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა არ იგეგმება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენ დღეს არ გვაქვს ამის მდგომარეობა და ფუფუნება, რომ კომენდანტი საათი გავაუქმოთ. პანდემია კვლავ გრძელდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე დააკავეს

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე დააკავეს.ლიკა ბასილაია-შავგულიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.შეგახსენებთ, დაახლოებით 20:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილემ საავტომობილო გზა გადაკეტა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით აქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში.ლიკა ბასილაია-შავგულიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 2022 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით აირჩიეს.

მიხეილ სააკაშვილი – ვულოცავ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას, ამაღლობელი არის მშვიდობიანი წინააღმდეგობის სიმბოლო, ეს ჯილდო მთელი საქართველოს გამარჯვებაა

ვულოცავ მზია ამაღლობელს და ანდჟეი პოცობუტს სახაროვის პრემიის მიღებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ეს ჯილდო არის მთელი საქართველოს გამარჯვება.„მზია ამაღლობელი არის მშვიდობიანი წინააღმდეგობის სიმბოლო. ეს ჯილდო არის მთელი საქართველოს გამარჯვება“, – წერს სააკაშვილი.ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარდგინებით, მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა.

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის 20-მდე მონაწილე ადმინისტრაციული, ხოლო ქალი, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა სისხლის სამართლის წესით დააკავეს

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმციას შსს ავრცელებს.რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა, ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.„დღეს, დაახლოებით 20:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის რამდენიმე მონაწილემ უკანონოდ სცადა გზის გადაკეტვა.მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მომიტინგეები არაერთხელ გააფრთხილეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა მოწოდება არ გაითვალისწინეს.შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში.რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მათ ღირსებასა და მუნდირს, ასევე საზოგადოებას - ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად, უკანონოდ გადაკეტვისგან და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თამაზაშვილი: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს

ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების  საწინააღმდეგო  ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ. დრო ყველაფერს აჩვენებს….ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების  საწინააღმდეგო  ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს…“. - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

სუს-ი – ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი

სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.მათივე ცნობით, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე.„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ინტენსიური კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელთა დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები.მოგეხსენებათ, რამდენიმე წუთის წინ გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან და ხსენებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულ პირთან დაკავშირებით. დამატებით საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, – აღნიშნეს სუს-ში.ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ბოლო სიახლეები