თუ რეგულაციები მკაცრად არ იქნა დაცული და ვაქცინაციის პროცესს არ შევუწყვეთ ხელი, ჩვენ კვლავ რისკის წინაშე ვდგებით“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში საქართველოში იქნება მესამე ტალღა, რაც ინფიცირების შემთხვევების მატების პროპორციულად ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელს გაზრდის.
„ვაქცინაციის სარგებელი ხშირად არის ჩვენს მიერ ნახსენები, რაც გულისხმობს რიცხვებში 10-ჯერ და 100-ჯერ მეტად გაზრდილ კორონავირუსის შემთხვევებსა და ლეტალობას, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველანი ერთად არ შევუწყობთ ხელს ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვას. ეს ყველაფერი ჩვენ კარგად ვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე და ასევე მაშინ, როდესაც ჩვენთან მეორე ტალღა იყო, რომელიც საკმაოდ მძიმე შედეგი ჰქონდა.
დღეისთვის ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის ერთი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თუ რეგულაციები მკაცრად არ იქნა დაცული და ვაქცინაციის პროცესს არ შევუწყვეთ ხელი, ჩვენ კვლავ რისკის წინაშე ვდგებით. საქართველოში იქნება მესამე ტალღა, რაც ინფიცირების შემთხვევების მატების პროპორციულად ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელს გაზრდის“, – განაცხადა ტიკარაძემ.