ვაქცინები არსად არ გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ მობილიზება ვაქცინების იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად სჭირდებათ და მე-10 მე-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აუდიტის სამსახურის ვალდებულებაა, დეტალურად შეისწავლოს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყველა სსიპის საქმიანობა.
„აუდიტის სამსახური გააგრძელებს დეტალურ მოკვლევას. ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს გეგმურად. ჩვენთვის ცნობილია, რომ ქვეყანამ მის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავა ვაქცინაციის კალენდარი, რომლის თანახმადაც, საქართველოში მხოლოდ მესამე კვარტალში იგეგმებოდა მასობრივი ვაქცინაცია. გეგმის თანახმად, მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მესამე კვარტალში“, – განაცხადა ტიკარაძემ.