აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, – ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვასა და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავდა. ამ განცხადებიდან მალევე, სააგენტოს ვებგვერდი გაითიშა. ის დღემდე არ არის აღდგენილი.
დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ“. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ვიდრე USAID-ის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი ადმინისტრაცია სააგენტოდან „შეშლილებს“ გაათავისუფლებს.