თელ-ავივის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ფინალურ დაპირისპირებაში ფრანგი პროშილა გნეტო იყო.
ლიპარტელიანი ამავე გრანდ სლემზე შარშან ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.