ხუთშაბათი, აგვისტო 7, 2025

ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია

https://www.facebook.com/tiflisnews.ge/videos/2371384456560443

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა (57კგ). ეს ლიპარტელიანისთვის ზედიზედ მეორე ოქროა თბილისურ შეჯიბრებაში, პირველად მან 2024 წელს მოიგო.

ქართველმა ფინალში ფრანგ მარტა ფავაზთან 0-12 ჩამორჩენის შემდეგ, მობილიზება შეძლო და მეტოქე 13:12 დაამარცხა.

იმავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინო ლოლაძე გახდა, რომელმაც ძლიერ გერმანელ ძიუდოისტს, შტარკს იპონით სძლია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ასტრონომებმა უძველესი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

 ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა სამყაროს ყველაზე ადრეული შავი ხვრელი გამოავლინა, რომელიც გალაქტიკა CAPERS-LRD-z9-ში მდებარეობს. ისინი დიდი აფეთქებიდან 500 მილიონ წელში უკვე არსებობდა, ანუ მათი სახით ვუმზერთ კოსმოსურ ობიექტებს, რომელთა ასაკიც 13.3 მილიარდი წელია. ეს კოსმოსის ევოლუციის შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს.ავტორები აცხადებენ, რომ რამდენიმე უფრო ძველი სავარაუდო შავი ხვრელიცაა დაფიქსირებული, მაგრამ მათთან ასოცირებული სპექტროსკოპული კვალი ჯერ არ აღმოუჩენიათ. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის არცერთი მათგანის არსებობა არაა დადასტურებული. სპექტროსკოპიის მეთოდი სინათლის სხვადასხვა ტალღებად განცალკევებად გულისხმობს, რაც სხივების წყაროს მახასიათებლების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.შავი ხვრელების მთავარი ინდიკატორი სწრაფად მოძრავი აირის ნაკადია, რომელიც წრიულად გადაადგილდება და მათში ჩაედინება. ამ პროცესში მსგავსი მატერიის სინათლე ჩვენთან დაშორებისას სპექტრის წითელ დიაპაზონში გადადის, მოახლოებისას კი — ლურჯში. ეს სწორედ შავი ხვრელების "ანაბეჭდია", რომელიც გალაქტიკა CAPERS-LRD-z9-ში აღმოაჩინეს. ამისთვის მეცნიერებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ პროგრამა CAPERS-ის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს.ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული შავი ხვრელის მშობელი გალაქტიკა ამ ობიექტთა "პატარა წითელი წერტილების" ახალ კატეგორიას მიეკუთვნება. ისინი სამყაროს მხოლოდ პირველ 1.5 მილიარდ წელში ფიქსირდება, ძალიან კომპაქტური, წითელი და მოსალოდნელზე მეტად კაშკაშაა.მათ შესახებ ჯერ კიდევ ბევრი კითხვა გვაქვს, ამიტომ იმედოვნებენ, რომ CAPERS-LRD-z9 პასუხების გაცემაში დაგვეხმარება. მაგალითად, უკვე გავიგეთ, რომ ამგვარი გალაქტიკების გამორჩეული ელვარების მიზეზი მათი ზემასიური შავი ხვრელებია და არა ვარსკვლავთა სიმრავლე. შავი ხვრელების სინათლეს მათ მიერ მიზიდული მატერიის გაცხელება და შეკუმშვა განაპირობებს, რაც ძალიან ენერგიული პროცესია.შესაძლოა, უკანასკნელი მიგნებით ისიც შევიტყოთ, თუ რატომაა ეს გალაქტიკები განსაკუთრებულად წითელი. არ გამორიცხავენ, რომ ეს შავი ხვრელების გარშემო თავმოყრილ აირის ღრუბელს უკავშირდებოდეს, რომელში გამავალი სხივებიც უფრო წითელ ტალღებში გადადის.აღსანიშნავია, რომ CAPERS-LRD-z9-ის შავი ხვრელის სავარაუდო მასა მზისას 300 მილიონჯერ აღემატება. ეს გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავების მასის ნახევარს უდრის. ახალგაზრდა კოსმოსში ასეთი უზარმაზარი შავი ხვრელის მიკვლევა მეცნიერებისთვის საინტერესოა, რადგან მას ამ ზომამდე გასაზრდელად საკმარისი დრო, წესით, არ უნდა ჰქონოდა.შესაძლოა, ეს მიუთითებდეს, რომ ადრეული შავი ხვრელები მასას უფრო სწრაფად იმატებდა ან თავიდანვე იმაზე დიდი იყო, ვიდრე ასტრონომიული მოდელები პროგნოზირებს.

ილია მეორე – ამქვეყნად რჩება ელდარ შენგელაიას დიდებული ფილმები, რომლებიც საზოგადოებას ყოველთვის შეახსენებენ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია

ჩვენი თაობის ფრიად სახელოვანმა წარმომადგენელმა, ბატონმა ელდარ შენგელაიამ წუთისოფელი დატოვა და მარადისობის მკვიდრი გახდა, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამძიმრის წერილში.კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს, რომ აღევლინება ლოცვები ელდარ შენგელაიასთვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს.„ჩვენი თაობის ფრიად სახელოვანმა წარმომადგენელმა, ბატონმა ელდარ შენგელაიამ წუთისოფელი დატოვა და მარადისობის მკვიდრი გახდა.ყველას და, რა თქმა უნდა, ჩვენც გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო; მაგრამ ამქვეყნად რჩება მისი ნაღვაწი, მისი დიდებული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა სახით ყოველთვის შეახსენებენ საზოგადოებას იმ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია.ბატონმა ელდარმა, ისევე როგორც ათეისტურ პერიოდგამოვლილთა დიდმა ნაწილმა, რთული შინაგანი ცხოვრება განვლო, რასაც ქალიშვილთან განშორების უმძიმესი განსაცდელიც დაემატა. ამ დიდმა ტკივილმა და სიცოცხლის აზრის ძიებამ იგი ღმერთამდე მიიყვანა და მორწმუნე ქრისტიანი გახადა. ამაზე მნიშვნელოვანი კი არაფერია ადამიანის ცხოვრებაში.აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ელდარისათვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო მის გულითად მეგობარსა და მეუღლეს, ქალბატონ ნელის, მის შვილებს, ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს შინაგანი მშვიდობა და ბატონი ელდარისათვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატარინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა.კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.ელდარ შენგელაიას დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

„ნიუ იორკ თაიმსი“ – დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მომავალ კვირას შეხვდება, რის შემდეგაც პუტინთან და ზელენსკისთან ერთობლივ შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მომავალ კვირას შეხვდება. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.როგორც მედია წერს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი გეგმავს, ერთობლივი შეხვედრა გამართოს პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ ევროპელი ლიდერები.„ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბრისას ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ამ გეგმის შესახებ უკვე აცნობა ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს სატელეფონო საუბრის დროს.როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, უცნობია, დათანხმდნენ თუ არა პუტინი და ზელენსკი ტრამპის გეგმას.ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ  გაიმართა. საუბარში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი ორწლიანი პატიმრობის განაჩენი არაპროპორციულია, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გათავისუფლებლოს ის

ქართველი ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი ორწლიანი პატიმრობის განაჩენი არაპროპორციულია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხრივ სერიოზულ პრობლემებს აჩენს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი სოციალურ ქსელში წერს.„მე ვიმეორებ ხელისუფლებისადმი ჩემს წინა მოწოდებას მისი გათავისუფლების შესახებ და მოვუწოდებ მათ უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ თავისუფლად მუშაობა და ზედმეტი ჩარევის გარეშე, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით“, – წერს მაიკლ ო’ფლაჰერტი.ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა დღეს შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. 

ბოლო სიახლეები