სპორტის სამინისტორს ორგანიზებით გამართულ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ქალ სპორტმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს, რომელიც პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემიონის ტიტული მოიპოვა.
„საქართველოს წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დასახელება დიდი პატივია, რამდენიმე დღის წინ იგივე ჯილდო ოლიმპიურმა კომიტეტმაც გადმომცა. ეს აღიარებები ჩემთვის დიდი მოტივაციაა და შევეცდები, მომავალში შედეგები კიდევ უფრო გავაუმჯობესო – იმედია, ახალი წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
ძალიან სასიხარულოა, რომ 2025 წელს საქართველოს ნაკრები ძიუდოს გუნდურ შეჯიბრში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მადლობა მთელ გუნდს ამისთვის. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ მსოფლიო ჩემპიონობა და შევეცდებით, კიდევ ბევრჯერ ავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი და დავწეროთ ქართული სპორტის ისტორია“, – განაცხადა ეთერ ლიპარტელიანი.

