ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ ნდობა მაღალია

Read Time:1 Minute, 27 Second

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ ნდობა მაღალი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტში, ისევე, როგორც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის 2020 წლის პირველი ნოემბრის ანგარიშში, დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა.

„კერძოდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი უწყვეტი და ცენტრალიზებულია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კი პროაქტიურად უკავშირდებოდა იმ პირებს, რომელთა სარეგისტრაციო ჩანაწერებში შეცდომები ან შეუსაბამობები ფიქსირდებოდა, რათა მათი საარჩევნო სიებში შეყვანა გამხდარიყო შესაძლებელი. აქვე ნათქვამია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების გადამოწმებისა და მათი გასწორების სხვადასხვა შესაძლებლობა ჰქონდათ.

ევროსაბჭოს ასამბლეის მხრიდან ეს შეფასება იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწის მიზნით გატარებული სამუშაოების შედეგია.

2013 წელს სააგენტომ დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მუშაობა მრავალი მიმართულებით წარმართა, შედეგად,

. გამოვლენილია 10 500-მდე გარდაცვლილი პირის მონაცემები და ისინი ამოღებულია სიიდან;

· იდენტიფიცირებული და გაუქმებულია 7 700-ზე მეტი გაორებული მონაცემი ან/და გაყალბებული დოკუმენტი;

· საველე სამუშაოების შედეგად მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე აღებულია ბიომეტრიული მონაცემები და ბაზაში აღდგენილია 3 500-ზე მეტი ჩანაწერი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლიდან საქართველოში ამომრჩეველთა ბიომეტრიული სია მოქმედებს და თითოეული ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს თან ერთვის ბიომეტრიული ფოტოსურათი.

სწორედ ამომრჩეველთა სიების დახვეწა იყო იმ ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრო უკვე მე-9 წელია, ბიომეტრიული დოკუმენტების პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს, შედეგად კი 2 888 436 მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, აქედან – 1 747 573 დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

ცნობისათვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3 200 063 მოქალაქე იყო წარმოდგენილი ბიომეტრიული ფოტოსურათით, მაშინ, როცა 2012 წელს ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778 207 იყო“, – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეიდან დიდ ქალაქებში, ასევე აჭარის რეგიონის სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდება
Next post გიორგი ვოლსკი: ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და დაპირისპირება ქვეყნის სტაბილურობასთან