შაბათი, მარტი 29, 2025

ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს

ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუცია ეხება „საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას“. მას მხარი 101-მა წევრმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ დელეგაცია მძიმე შეშფოთებას გამოხატავს, საქართველოში მიმდინარე გაღრმავებული პოლარიზაციის გამო.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებულმა დემოკრატიის სწრაფმა და დრამატულმა გაუარესებამ სულ უფრო ნეგატიური გავლენა მოახდინა ადგილობრივ დემოკრატიაზე საქართველოში. ეს პროცესი კიდევ უფრო გამწვავდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლებიც უარყოფილ იქნა ყველა ოპოზიციური პარტიის, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ, გამჭვირვალობის სერიოზული პრობლემების გამო, და ამის შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა“,-აღნიშნულია რეზოლუციაში.

კონგრესი ასევე შეშფოთებას გამოხატავს „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაში არსებული რთული სამუშაო პირობების გამო, მას შემდე რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” (FARA) სადაო მიღება მოხდა“.

„დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მხარდაჭერილი და ხელშეწყობილი, მიუხედავად იმისა, კრიტიკული იქნება იგი ხელისუფლების მიმართ, თუ საერთაშორისო გავლენის ქვეშ იქნება. სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპონენტების სასტიკმა რეპრესიებმა ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით, თბილისში, დაარღვია როგორც გამოხატვის, ასევე შეკრების თავისუფლება.

ამასთან, საქართველოში შეკრების თავისუფლება შეზღუდა ბოლო დროს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა სანქციების გაზრდასა და საჯარო დემონსტრაციებთან დაკავშირებული ჯარიმების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „სახელმწიფო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაციამ, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე, გამოიწვია საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლებები, დაშინება და ზეწოლა, რასაც ხელი შეუწყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა“.

საუბარია ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ანგარიშებში გამოხატულ შეშფოთებაზე, „რომელიც საჯარო ადმინისტრაციის პოლიტიზებასთან, ადმინისტრაციული რესურსების მასშტაბურად ბოროტად გამოყენებასთან და საარჩევნო კამპანიების დროს ამომრჩევლებზე ზეწოლასთან არის დაკავშირებული“.

„საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო ბოლო არჩევნების შემდეგ 20-ზე მეტჯერ შეიცვალა ფართომასშტაბიანი კონსულტაციებისა და კონსენსუსის გარეშე. ეს არ შეესაბამება საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპს. აღნიშნულმა ცვლილებებმა გააძლიერა მმართველი პარტიის გავლენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რითაც საფრთხე ექმნება მის დამოუკიდებლობას“, – ნათქავამია რეზოლუციაში.

დელეგაცია აღნიშნავს, რომ „სწორედ ამ ხარვეზებმა და გამოწვევებმა, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაუკარგა ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, რამაც დააზიანა ადგილობრივი დემოკრატია, რაც ხელს უშლის 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩატარების სანდოობას, სინამდვილეში, ეს რისკს უქმნის სიტუაციის გამწვავებას“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

📽️„თავად მოიპოვა და თავად გაიტანა“ – კვარას შთამბეჭდავი გოლი

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გოლი და ქართველმა პსჟ სენტ ეტიენთან დააწინაურა.ნახეთ კვარას შთამბეჭდავი გოლი ⇓ 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგზაურობის მოყვარულთათვის – რა ცვლილება ამოქმედდება აპრილიდან

Wizz Air-ი მხოლოდ უნაღდო გადახდის სისტემას ნერგავს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი აპრილიდან ბორტზე შესყიდვა შესრულდება მხოლოდ ციფრული გადახდის სისტემით, მათ შორის კონტაქტური გადახდის მეთოდებით, როგორებიცაა Apple Pay, Samsung Pay, Android Pay და Google Pay.აღსანიშნავია ისიც, რომ ბორტზე შესყიდვებისთვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა თითოეული მგზავრისთვის იქნება 150 ევრო. ამასთანავე, თუ ტრანზაქციით გათვალისწინებული თანხა 50 ევრო ან მეტია, საჭირო იქნება ბილეთის წარდგენა.„მგზავრები ასევე შეძლებენ წინასწარი ვაუჩერების შეძენას Wizz Air-ის მობილური აპლიკაციით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას ტრანზაქციების განხორციელებისას და გამორიცხავს გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

დედის ლოცვა – ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს დაიცავთ

დედის ლოცვა - ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს დაიცავთ.„ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა! უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა.განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს:"მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული" (იგ.1;8,9). თუ არ "დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ" (იგ.3; 21,26).ყოვლად წმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

სახალხო დამცველი – სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის ელენე ხოშტარიას საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს

სახალხო დამცველი პარტია „დროას“ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებისა და მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში , სავარაუდო, არასათანადო მოპყრობის შესახებ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება – ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა.„ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. განსაკუთრებით საყურადღებოა მსგავსი მოპყრობა ქალების მიმართ.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგაც დაუკავშირდა ელენე ხოშტარიას და მან კვლავ უარი განაცხადა აპარატთან თანამშრომლობაზე.სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ელენე ხოშტარია დიღმის წინანაწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა.ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.დიღმის იზოლატორიდან „დროას“ ლიდერმა დღეს წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს.შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.

ბოლო სიახლეები