შაბათი, ივნისი 14, 2025

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ-

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „თანამომხსენებლებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში პოლიტიკური დისიდენტების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გამო, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის მიღებისა და ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ გამოყენებული იურიდიული მექანიზმების ბოროტად გამოყენების გამო.

განცხადების თანახმად, თანამომხსენებლები მწუხარებას გამოთქვამენ სოციალურ მედიაში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სავარაუდო „შეურაცხყოფის“ გამო ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების სასამართლოში გამოძახებასთან დაკავშირებით; ასევე უსაფუძვლო და არაპროპორციული იურიდიული ზომების გამო, მათ შორის ოპოზიციის წევრების დაკავებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ, გამოცხადდნენ „წინა რეჟიმის მიერ ჩადენილი ქმედებების“ შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე, „რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანია ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა“.

„ეს მიმდინარე რეპრესიები მხოლოდ ამძაფრებს საქართველოში სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპის საბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს ეს არადემოკრატიული რეპრესიები ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული აზრის მქონე ხმების წინააღმდეგ და შეაჩეროს ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა. ჩვენ კვლავ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ღია და კონსტრუქციული დიალოგი ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა დავეხმაროთ ქვეყანას ევროპის საბჭოს მიმართ თავისი ვალდებულებების შესრულებაში“, – განაცხადეს მომხსენებლებმა.

საქართველო არის ერთ-ერთი ევროპის საბჭოს წევრი ათი ქვეყნიდან, რომელიც ექვემდებარება ასამბლეის სრული მონიტორინგის პროცედურას. ეს მოიცავს მომხსენებელთა რეგულარულ ვიზიტებს, რომლებიც აწარმოებენ მუდმივ დიალოგს ხელისუფლებასთან და პერიოდულ პლენარულ დებატებს, რათა სრულად შეფასდეს სახელმწიფოს პროგრესი და პრობლემები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავით მათიკაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა – პოლიციამ ის დღეს დილით, სახლთან დააკავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, ის სამართალდამცავებმა დღეს დილით, სახლთან დააკავეს.სამხარაძეს სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.მოქალაქის დაკავებას ადასტურებენ და მიზეზებს განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.„თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს.ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენარალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენარალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.დღეს 17:00 საათზე გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივა.ვახტან გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.წყარო:interpressnews.ge

რომის პაპი – ირანსა და ისრაელში სიტუაცია გაუარესდა, ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი სამყაროს შექმნისადმი ერთგულება უნდა გაგრძელდეს, ყველა ქვეყნის მოვალეობაა, დაიწყონ შერიგების გზების ძიება

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანისა და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, გონივრულად იმოქმედონ და განაგრძონ დიალოგი.მისი თქმით, სიტუაციას დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს.„ირანსა და ისრაელში სიტუაცია სერიოზულად გაუარესდა და ასეთ დელიკატურ მომენტში ვალდებულად ვგრძნობ თავს, მტკიცედ განვაახლო მოწოდება პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ. ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი, უფრო უსაფრთხო სამყაროს შექმნისადმი ერთგულება უნდა გაგრძელდეს პატივისცემით სავსე შეხვედრებისა და გულწრფელი დიალოგის გზით, რათა აშენდეს სამართლიანობაზე, ძმობასა და საერთო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა. არავინ არასდროს უნდა შეუქმნას საფრთხე სხვის არსებობას. ყველა ქვეყნის მოვალეობაა, მხარი დაუჭიროს მშვიდობის საქმეს, დაიწყოს შერიგების გზების ძიება და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ღირსებას ყველასთვის“, – განაცხადა რომის პაპმა.

30 წლის კაცი არხში ჩავარდა და დაიღუპა – ტრაგედია გორში

ტირიფონის არხში 30 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ გაავრცელა. როგორც სოფლის წარმომადგენლელმა ,,ქართლის ამბებს" განუცხადა, მამაკაცი სავარაუდოდ არხში ჩავარდა:,,ხმა შემოესმათ, რომ ბიჭი შველას ითხოვდა, მაგრამ ვეღარ უშველეს. ეს არხი ღიად მოედინება, კარგი იქნება თუ სოფლის ტერიტორიაზე მოაჯირები მაინც ექნება" - თქვა ადგილობრივმა.

ისრაელ კაცი – ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლად აქცევს, ქმნის რეალობას, რომელშიც ისინი დიდ ფასს გადაიხდიან, ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას თუ გააგრძელებს, თეირანი...

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის აფრთხილებს, რომ თუ ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა გაგრძელდება, თეირანი დაიწვება.მისი თქმით, ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლებად აქცევს.„ირანელი დიქტატორი ქვეყნის მოქალაქეებს მძევლად აქცევს და ქმნის რეალობას, რომელშიც ისინი, განსაკუთრებით თეირანის მაცხოვრებლები, დიდ ფასს გადაიხდიან ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის. თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას გააგრძელებს, თეირანი დაიწვება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ბოლო სიახლეები