პარასკევი, აპრილი 18, 2025

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა ასამბლეის 89 წევრმა, სამი წინააღმდეგი იყო, ხოლო ხუთმა თავი შეიკავა.

რეზოლუციის სახელწოდებაა – საქართველოში არსებული ვითარება და რეზოლუციის შემდგომი ქმედებები „საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ არარატიფიცირებული უფლებამოსილების არსებითი საფუძვლით გასაჩივრებაზე“.

დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ.

რეზოლუციის სრული ტექსტი ასეთია:

„საპარლამენტო ასამბლეა გვახსენებს თავის რეზოლუციას 2585 (2025) „საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ არარატიფიცირებული უფლებამოსილების გასაჩივრება, არსებითი საფუძვლით“, რომელშიც გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის სწრაფი უკუსვლისა და ღრმა სოციალური კრიზისის გამო, რაც ბადებს კითხვებს ქვეყნის მზაობაზე, დაიცვას ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები და შეასრულოს გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებები. ამ კონტექსტში, ასამბლეა ასევე ითვალისწინებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშს ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ, მინისტრთა კომიტეტში გამართულ აზრთა გაცვლას, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის თუ დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტისა (CPT) და „ვენეციის კომისიის“ მონაწილეობით, ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მიერ 2025 წლის მარტის სესიაზე მიღებულ ანგარიშს „ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში“.

ასამბლეა ღრმად წუხს, რომ ასამბლეის მიერ საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების გადაწყვეტილების მიუხედავად, მისი ყველა წევრი გავიდა დელეგაციიდან და უარი თქვა დიალოგზე, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის წარმოდგენილი საქართველოს დელეგაცია. ასამბლეის აზრით, უფლებამოსილებადამტკიცებული დელეგაციის მონაწილეობა მის სამუშაოსა და მონიტორინგის პროცედურებში არის არა არჩევანი, არამედ – ვალდებულება.

ასამბლეამ განსაზღვრა რამდენიმე ძირითადი სფერო, რომლებშიც მოელოდა მნიშვნელოვან და ხელშესახებ პროგრესს ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებისას და საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ხელახალი განხილვისას 2025 წლის აპრილის სესიაზე. ის სინანულს გამოთქვამს, რომ ეს გადაუდებელი რეკომენდაციები დღემდე არ არის შესრულებული და ქვეყანაში ვითარების გაუარესება გრძელდება.

რაც შეეხება მის მოწოდებას ხელისუფლებისადმი, დაუყოვნებლივ დაიწყოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარისა და სოციალური აქტორის, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რათა სასწრაფოდ გამოასწორონ ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს აღნიშნული ნაკლოვანებები და ხარვეზები და შექმნან ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ნამდვილად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებას მომდევნო თვეების განმავლობაში, ასამბლეა სინანულს გამოთქვამს, რომ ასეთი ნაბიჯები არ გადადგმულა. ამ მხრივ, ასამბლეა:

გამოთქვამს სინანულს საარჩევნო კოდექსში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით, რომლებმაც, ვენეციის კომისიის თანახმად, შეიძლება, გამოიწვიოს მმართველი პარტიის პოზიციის შემდგომი გამყარება, არ უწყობს ხელს პოლიტიკური პლურალიზმის წახალისებას და ძირს უთხრის თანაბარი ხმის უფლების პრინციპს. ამ დასკვნის შესაბამისად, ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს ცვლილებები და უზრუნველყოს, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა განახორციელოს მიუკერძოებელმა და დამოუკიდებელმა ორგანომ მკაფიო სამართლებრივი კრიტერიუმების საფუძველზე და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით;

შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში უახლესი ცვლილებებით, რომლებიც ამცირებს უმრავლესობას, რომელიც საჭიროა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნისთვის და აუქმებს სამართლებრივ მოთხოვნებს, დანიშვნის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონსულტაციების ჩატარების შესახებ, რითაც კიდევ უფრო ძირს უთხრის საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას;

მხედველობაში იღებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მიერ 2025 წლის 26 მარტს მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ასკვნის, რომ მრავალი ნაკლოვანება და გამოწვევაა, რომლებიც გავლენას ახდენს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, ხელს არ უწყობს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ნდობაზე დაფუძნებულ გარემოში და, ფაქტობრივად, ვითარების გამწვავების რისკია. ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღადგინოს ნამდვილად დემოკრატიული არჩევნებისთვის პირობები.

შეშფოთებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით, არსებითად შეზღუდოს დამკვირვებელთა უფლებები არჩევნების დღეს და მათი უნარი ეფექტურად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და მოუწოდებს ცესკო-ს, გააუქმოს ეს შეზღუდვები, რადგან ისინი გავლენას ახდენენ მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობაზე და საზოგადოების ნდობაზე.

ასამბლეა შეშფოთებულია, რომ შურისძიების მიზნით, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ დაკავებები და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება დაუბრკოლებლად გრძელდება. ის აღნიშნავს, რომ სასამართლოები განაგრძობენ, წინასწარი პატიმრობების გახანგრძლივებას საეჭვო სამართლებრივი საფუძვლით, რაც ხაზს უსვამს, რომ ნარჩუნდება წინა რეზოლუციებში უკვე გამოთქმული შეშფოთება. ამ კონტექსტში, ის შეშფოთებულია რამდენიმე ქართული სოლიდარობის ფონდის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებითა და მათი აქტივების გაყინვით, რომლებიც იურიდიული დახმარების, ჯარიმებისა და შემოსავლის დაკარგვის ხარჯებს ფარავდნენ იმ პირებისთვის, რომლებიც დაკავებული ან გათავისუფლებული იყვნენ დემონსტრაციებთან დაკავშირებით. ასამბლეა კვლავ მოუწოდებს ყველა დაკავებული დემონსტრანტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და რეკომენდაციას უწევს, რომ CPT-მა მოინახულოს მათი დაკავების ადგილები.

მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეა აღნიშნავს დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან სისასტიკის შემთხვევების შემცირებაზე, იგი კვლავ შეშფოთებულია, რომ ეს დარღვევები დღემდე ეფექტურად არ გამოძიებულა, რაც იწვევს დაუსჯელობის ატმოსფეროს. ამ კონტექსტში, ის ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობებით, რომ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებულთა დიდი ნაწილი, დაკავებისას და პატიმრობის დროს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ობიექტი გახდა. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიოს ყველა ასეთი შეტყობინება, გამჭვირვალე და ეფექტური გზით. ასამბლეა გმობს ოპოზიციის ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ დამამცირებელ მოპყრობას, რომელიც პოლიციის ოფიცრებმა დემონსტრაციაზე დაკავების შემდეგ ძალით გააშიშვლეს დროებითი დაკავების იზოლატორში.

გამოწვევები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ასპექტში გრძელდება. ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბოლო დროს მიღებული ცვლილებების გამო, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებზე. ასამბლეა აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებებზე ვენეციის კომისია, თავის გადაუდებელ დასკვნაში, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტმა მოითხოვა, მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები მიღებულია ზედმეტად ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე, და სავარაუდოდ, მათ ექნებათ შემაკავებელი ეფექტი შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს ცვლილებები და მიიღოს სრულიად ახალი კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ, რომელიც სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ და კანონის უზენაესობის სტანდარტებს.

სამწუხაროდ, მედიაგარემო გაუარესებას განაგრძობს. ასამბლეა აღნიშნავს, რომ პრესის თავისუფლების 2024 წლის მსოფლიო ინდექსის მიხედვით, საქართველო 77-ე ადგილიდან 103-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, ხოლო ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიშმა ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლების სწრაფ გაუარესებას მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში. ამ კონტექსტში, ასამბლეა შეშფოთებულია მედიის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც უკრძალავს მედიასაშუალებებს, მათ შორის ონლაინმედიას, პირდაპირი ან არაპირდაპირი უცხოური დაფინანსების მიღებას (გარდა კომერციული რეკლამის, პროდუქტის განთავსებისა და მსგავსი საქმიანობისა) და მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შინაარსის რეგულირების უფლებამოსილებებს, რომლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ფართოდ არის ეჭვქვეშ დაყენებული.

ასამბლეა შეშფოთებულია დაშინებისა და შურისძიების შესახებ მიმდინარე ცნობებზე, მათ შორის მრავალრიცხოვან გათავისუფლებებზე, იმ საჯარო მოხელეთა მიმართ, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი ქვეყანაში არსებულ სოციალურ კრიზისზე ხელისუფლების რეაგირების მიმართ. ის გმობს ბოლო დროს მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც ასუსტებს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა დაცვას და საჯარო რეესტრის მიერ, გასულ წელს დაფუძნებული „საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის“ რეგისტრაციაზე მრავალჯერ უარის თქმას.

ასამბლეა მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ შუალედური რეზოლუციის მიღებას, საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ETS №5) ფარგლებში. ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ ეს კანონი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.

ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის მიღებით. ეს კანონი ემსახურება იმავე მიზნებს, რასაც სადავო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შეუსრულებლობისთვის და მძიმე გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოში. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასმ სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის შეშფოთება და რეკომენდაციები, რომელიც გამოთქმული იქნება ამ კანონთან დაკავშირებით მის მოსალოდნელ დასკვნაში. ასამბლეა ასევე შეშფოთებულია იმ კანონმდებლობის მიღებით, რომელიც აუქმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობასა და კონსულტაციას, კანონშემოქმედებით  და სახელმწიფოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშვნისას, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების, პროკურატურის საბჭოსა და მოსამართლეთა უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნის პროცესში. ასამბლეა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა აუცილებელია კანონმდებლობის საზოგადოებრივი მიღებისთვის, განსაკუთრებით დე ფაქტო ერთპარტიული პარლამენტის კონტექსტში, და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გააუქმოს ეს კანონმდებლობა.

ასამბლეა გმობს მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, შექმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ფართო უფლებამოსილებებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) რეჟიმისა და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების საქმიანობის შესასწავლად 2003-2012 წლებში“, რომელიც შემდგომში გაფართოვდა და მოიცავს პერიოდს, 2013 წლიდან დღემდე. ის შეშფოთებულია, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაა დაყენებული იმ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებისა, ასევე სხვა პიროვნებების მიმართ, მათ შორის სხვა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებს, რომლებმაც ამ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი თქვეს.

ამ კონტექსტში ასამბლეა განსაკუთრებით ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტიის გაცხადებული განზრახვით, აკრძალოს „კოლექტიური ენმ“ და კანონმდებლობის შემოღებით, რომელიც კრძალავს ნებისმიერ მემკვიდრეს ან დაკავშირებულ პარტიებს. შესაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ასამბლეაში ქართული დელეგაციის ყოფილი წევრები დაკითხვაზე არიან მიყვანილი და შესაძლოა, დევნა სამართლებრივი დაემუქროთ 1633 (2008 წ.) რეზოლუციის „საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების“ მხარდაჭერის გამო. საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ფაქტობრივი აკრძალვა იქნება ევროპის საბჭოს წესდებით გათვალისწინებული საქართველოს წევრობის ვალდებულებების უხეში დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ძალაში შესული, ასეთი ქმედების მუქარაც კი უკვე აღრმავებს პოლიტიკურ განხეთქილებას ქვეყანაში და ხელს უშლის მიმდინარე კრიზისის მოგვარებას.

ასამბლეა აღნიშნავს, რომ ამჟამად ასამბლეაში არ არის წარმოდგენილი საქართველოს დელეგაცია. რეზოლუციაში 2585 (2025) მოცემული პირობების დადასტურებით, ასამბლეა მიიჩნევს, რომ პროგრესის არარსებობა, ასამბლეის რეკომენდაციებისა და შეშფოთების აღმოსაფხვრელად, როგორც ეს ასახულია რეზოლუციაში 2585 (2025) და რეზოლუციაში 2561 (2024) „დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში“ და საქართველოში დემოკრატიის მიმდინარე უკუსვლა ზოგადად ხელს ვერ შეუწყობს ახალი ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას, თუ ისინი წარმოდგენილი იქნებიან ასამბლეის მომავალ სესიაზე.

ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ასამბლეის მიერ რეზოლუციებში 2438 (2022) „საქართველოს მიერ ვალდებულებებისა და მოვალეობების პატივისცემა“, 2561 (2024) და 2585 (2025), გამოთქმული შეშფოთება და რეკომენდაციები, რათა დაძლიოს ქვეყანაში არსებული კრიზისი და განაახლოს სრული თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და მის ასამბლეასთან“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტიევროპა

რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტიევროპა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.„დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პოლიტიკაში და ევროპის პოლიტიკის განმსაზღვრელი იყო აშშ. ამერიკის შეერთებული შტატები სახავდა ყველა ვექტორს, რომელსაც ევროკავშირი, როგორც მთლიანი და მისი ბევრი წევრი მიჰყვებოდა, მათ შორის ომთან დაკავშირებითაც.ამერიკაში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ეს ვექტორი შეიცვალა, მათ შორის მოხდა გარკვეული დისტანცირება და დაბნეულია ევროკავშირის ბიუროკრატია, მათ შორის დაბალი კვალიფიკაციის გამო. მილიონიანი სივრცეა ევროკავშირი, ბევრი ქვეყნით და სხვადასხვა პოლიტიკური ძალით. ჩვენ თავს ნუ დავიმდაბლებთ, ნუ გვგონია, რომ ყველა ჩვენზე ჭკვიანია ყველგან. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ამის ნათელი მაგალითი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„წითელ ზონაში ვართ, ევაკუაციისთვის მოგვამზადეს…“ – რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

იტალიაში სტიქიას ებრძვიან.იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სტიქიის ზონიდან ვიდეოს აქვეყნებს და წერს:„7 მეტრით მოიმატა მდინარემ, წითელ ზონაში ვართ, ევაკუაციისთვის მოგვამზადეს... ვკითხულიბ სოციუმში ქართველი ემიგრანტის ნათია ჯაბაურის სტატუსს და....ბორგოსეზია! ბიელა! ეს საშიშ ზონაში მდებარე დასახლებებია, მწერს ნათია...300-მდე ქართველი ვართო... თვითონ უფრო შემაღლებულ ადგილზეა და მაღალი კერძო სახლი აქვთ... უფრო დაბლა მცხოვრებლები გაიყვანესო! ჩემს 300 ქართველს ვუსურვებ სიმშვიდეს და ვუგზავნი ყველაზე ლამაზ სიტყვას მიყვარხართ  ამ 300 ქართველში რამდენი ადამიანის დედა! და! შვილი!მეუღლე არის...არც მინდა წარმოვიდგინო იქ ვინმე ჩემიანი და ამ დროს არ არსებობს ჩემი და შენი... აქ ყველა ჩვენ ვართეს სტიქიაც დაწყნარდება და ლამაზ კვირა დღეს და აღდგომის დღესასწაულს მოგმადლებთ უფალი უცხოეთის ცის ქვეშ ჩემო ქართველო ემიგრანტებო“, - წერია ფიქრია კუჭუხიძე. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ახლის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო, რითიც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.პროკურორის განმარტებით, გვარამიამ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას გულისხმობს.სხდომას ესწრებოდა ნიკა გვარამია, რომელიც პროცესზე პოპკორნით მივიდა. პროკურორის თქმით, გვარამიას მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეც.ნიკა გვარამიას განცხადებით, ის არ აღიარებს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, რადგან, მისი თქმით, კომისია არაკონსტიტუციურია. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის არანაირ კომისიაზე მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, გირაოს თანხის გადახდასაც არ აპირებს.„ათიდან ათ შეთხვევაში დამოუკიდებელი მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. გამორიცხული ამბავია. გირაო 30 000 ლარი 50 დღის განმავლობაში – გადავიხდი თუ არა, ვნახავთ. ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად, რადგან ამ ყველაფერს შემხებლობა და ზემოქმედება ექნება არა მხოლოდ პირადად ჩემზე, არამედ ჩემს პარტიაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.

შალვა პაპუაშვილი: დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ...

დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.წამყვანმა მას ჰკითხა, ელის თუ არა ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას და თუ ასე იქნება, რა რეაქცია ექნება ხალხს.„უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი, რომ საქართველოსთან მიმართებით ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, არ მაქვს. თუმცა ეს ძალიან სწორი აქცენტია იმისთვის, რომ მივხვდეთ საით იყურება ევრობიუროკრატია. ეს ეხება 61 ქვეყანას და ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის. როგორც ჩანს, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად. ხალხი, რომელიც გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე და სიტყვა ღირებულება რომ ძალიან მოსწონთ, ასე ცივსისხლიანად, პრაგმატულად ხალხზე ზეწოლით ფიქრობს ხელში ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე. ამასაც უნდა შევხედოთ ძალიან რაციონალური თვალით.რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დღეს ვუსმენდი გერმანიის ელჩის ინტერვიუს, რომელმაც თქვა, რომ ვიზა, ეს არის პრივილეგია, უნდა დავაფასოთო. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეს აროგანტულობა სამწუხაროდ ახასიათებს გერმანიის ელჩს. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ. არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ მერე ვიზა გექნება ასაღები და ვეღარ ჩახვალ ბერლინსა თუ ფრანკფურტშიო. ეს 21-ე საუკუნის პოლიტიკას ეკადრება?! ეს არის ასი წლის წინანდელი მეთოდები, როდესაც ცდილობდნენ სხვა ქვეყნებზე გავლენა მოეხდინათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ნეაპოლი გლოვობს-საბაგირო გზა ჩაწყდა – არის მსხვერპლი

ტრაგედია მოხდა მონტე ფაიტოს საბაგიროზე, რომელიც აკავშირებს კასტელამარე დი სტაბიას სადგურს (ნეაპოლი) მონტე ფაიტოს მწვერვალთან.ოთხი მგზავრი და მძღოლი სისტემის ზემო დინების სალონში იყო ჩარჩენილი, რომელიც ხევში ჩავარდა, გაუმართაობის გამო, დღეს, შუადღისას. დაღუპულთა რაოდენობა იყო ოთხი ადამიანი, ერთი კი მძიმედ დაშავდა.შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობდა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.ქვემო დინებაზე მყოფ მეორე კაბინაში 16 ადამიანი გადაარჩინეს მას შემდეგ, როდესაც საბაგირო გზა გაწყდა და უსაფრთხოების სისტემამ ორივე კაბინა ჩაკეტა. თექვსმეტივე მგზავრი, ჰაერში იყო ჩამოკიდებული, საბედნიეროდ, მიწიდან მცირე მანძილით, რომლებიც თოკით  სათითაოდ ჩამოიყვანეს.საბაგირო გზა ხელახლა გაიხსნა ერთი კვირის წინ და 10 აპრილს განახლდა მარშრუტი, რომელიც გთავაზობთ თვალწარმტაცი ხედებს. - წერს იტალიური მედია

ბოლო სიახლეები