პარასკევი, იანვარი 30, 2026

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი დაგმო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი ცხინვალში, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მომხდარს გმობს.

საქართველოს პარლამენტიდან ცნობით, ტრაგიკული ინცინიდენტზე სათანადო რეაგირებისკენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა მოუწოდა. ცხინვალში მომხდარს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები – კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან.

„მოვუწოდებთ, როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩატარდეს სრული და გამჭვირვალე გამოძიება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და დაისაჯონ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები. ასევე, მოვუწოდებთ, დაუყოვნელივ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლება და მათი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების განცხადებაში.

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში

დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და, როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც, აი, რად აქციეს დღეს „პროევროპულობა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს გასული წლის მაისი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისადმი გაგზავნილ წერილს.„კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ჩემ მიერ შარშან მაისში ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვდი – საჯაროდ დაეგმო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი პირების ძალადობა, ზიზღი და სიძულვილი.პასუხად სიჩუმე და 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის მხარდაჭერა მივიღეთ.ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და, როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც – აი, რად აქციეს დღეს „პროევროპულობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.ცნობისთვის, გასულ წელს შალვა პაპუაშვილმა წერილით მიმართა პაველ ჰერჩინსკის, რომელშიც წერდა, რომ „ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ, ხელისუფლების მოწოდებების მიუხედავად, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღის, ძალადობის გამოვლინებისგან დისტანცირებას“.

დონალდ ტრამპი – ევროპა თავს ინადგურებს ამ სულელური ქარის წისქვილებით, რომლებითაც გაავსეს ულამაზესი მიდამოები, ევროპას ვეღარ იცნობ, დროა, ჭკუა ისწავლონ, ვიდრე გვიანი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპა თავს ინადგურებს.მისივე თქმით, „ვიდრე გვიანი არ არის, დროა, ევროპამ ჭკუა ისწავლოს, ევროპის მიგრაციასა და ენერგეტიკას პოლიტიკა მას ანადგურებს.„ევროპა თავს ინადგურებს ამ სულელური ქარის წისქვილებით, რომლებითაც გაავსეს ულამაზესი მიდამოები. ევროპა გონს უნდა მოეგოს. მიგრაციასა და ენერგეტიკას შორის მოქცეულნი, ისინი ანადგურებენ საკუთარ თავს – ევროპას ვეღარ იცნობ. დროა, ჭკუა ისწავლონ, ვიდრე გვიანი არ არის”,- განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

„როიტერი“ – აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ხომალდს აგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ხომალდს აგზავნის, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.აშშ-ის ოფიციალურმა პირმა „როიტერს“ განუცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო.ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ ხომალდი USS Delbert D. Black რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში შევიდა. მისივე თქმით, ამით ახლო აღმოსავლეთში გამანადგურებლების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, ავიამზიდთან და სამ სხვა სანაპირო საბრძოლო გემთან ერთად.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონადლ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ ირანის ხელისუფლება დემონსტრანტებზე ძალადობას არ შეწყვეტს, ირანს დაარტყამს.

აბას არაღჩი ევროკავშირის მიერ „ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანას „სტრატეგიულ შეცდომას” უწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ევროკავშირის მიერ „ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანას ეხმაურება და მას „სტრატეგიულ შეცდომას” უწოდებს.მისი თქმით, სამწუხაროა, რომ აშშ-ის დავალებით ევროკავშირი კვლავ ირანისთვის რეგულაციების დაწესებას დაუბრუნდა. არაღჩი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირს შერჩევითი სამართალი აქვს და რეაგირებას არ ახდენს ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.„ამჟამად რამდენიმე ქვეყანა ცდილობს, თავიდან აიცილოს ჩვენს რეგიონში ტოტალური ომის აფეთქება. არცერთი მათგანი არ არის ევროპული. სამაგიეროდ, ევროპა ცეცხლის გაღვივებით არის დაკავებული. აშშ-ს დავალებით „უკან დაბრუნების“ (სანქციების თავიდან დაწესების) მცდელობის შემდეგ, ის ახლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, როდესაც ჩვენს ეროვნულ სამხედრო ძალებს „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აცხადებს. გვერდზე გადავდოთ მისი შერჩევითი აღშფოთების აშკარა თვალთმაქცობა – ისრაელის მიერ ღაზაში ჩადენილი გენოციდის საპასუხოდ ნულოვანი ზომების მიღება და მაინც ირანში „ადამიანის უფლებების დაცვა“ – ევროპის „პიარ ხრიკი“ ძირითადად ცდილობს, შენიღბოს ის ფაქტი, რომ ის სერიოზული დაცემის პროცესში მყოფი მოთამაშეა. უფრო მეტიც, რადგან კონტინენტზე ჩვენს რეგიონში ტოტალური ომი, მათ შორის ენერგორესურსების ფასების ზრდის შედეგად, უდავოა, მას მასიური გავლენა ექნება – ევროკავშირის ამჟამინდელი პოზიცია ღრმად აზიანებს მის ინტერესებს. ევროპელები იმსახურებენ უკეთესს, ვიდრე მათ მთავრობებს შეუძლიათ შესთავაზონ“,- აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.ცნობისთვის, ევროკავშირმა „ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. ევროკავშირის მიერ ტერორისტულ სიაში შეყვანილი ორგანიზაციები ექვემდებარებიან სანქციებს, მათ შორის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას. 

„პსჟ“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ოტა ხნის წინ, პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური სამედიცინო ცნობა  გაავრცელა.„ნიუკასლთან“ მატჩის დროს მიღებული  მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის დაზიანების გამო, ხვიჩა კვარაცხელია 8-დან  10 დღემდე პერიოდის განმავლობაში ვერ ითამაშებს. წეერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ყველა ცნობა, რომელიც ბოლო 24 საათში გავრცელდა, მეტ-ნაკლებად სწორი აღმოჩნდა და ხვიჩა სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა.ბოლო ინფორმაციებიდან გამომდინარე, კვარაცხელიას ჯამში 1-2 მატჩის გამოტოვება მოუწევს. პსჟ მომდევნო შეხვედრას სტუმრად „სტრასბურგთან“ (1 თებერვალს) გამართავს. შემდეგ კი შინ „მარსელს“ (8 თებერვალს) დაუპირისპირდება, სადაც შესაძლოა კვარამ რამდენიმე წუთი ითამაშოს. თუ არ გარისკავენ, უკვე 15 თებერვალს სტუმრად „რენთან“ 99%-ით მოედანზე ვიხილავთ.რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ კვარას მატჩების გამოტოვების საფრთხე არ ემუქრება. თამაშები 17-18 და 24-25 თებერვალს არის ჩანიშნული.

ბოლო სიახლეები