სამშაბათი, სექტემბერი 23, 2025

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 24-25 სექტემბერს საქართველოში ჩამოვა

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 2025 წლის 24 და 25 სექტემბერს საქართველოში ფაქტების დამდგენი ვიზიტით ჩამოვა. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესრელისზშია ნათქვამი.

პრესრელიზის თანახმად, ვიზიტის მიზანია არსებული პოლიტიკური სიტუაციის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე გავლენის შეფასება, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს დაეთმობა.

დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ ადგილობრივი ხელისუფლებების პალატის პრეზიდენტი, ბერნდ ფორინგერი (გერმანია, EPP/CCE) და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების დაკვირვების საკითხებში კონგრესის პრესსპიკერი, სტიუარტ დიკსონი (დიდი ბრიტანეთი, ILDG), რომლებსაც  თან ახლავთ ექსპერტი, პროფესორი ტანია გროპი.

დელეგაცია შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის  კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს. ასევე, ისინი გაცვლიან მოსაზრებებს კონგრესში საქართველოს ეროვნული დელეგაციის წევრებთან და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

ევროსაბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს ვიზიტი არ უნდა იქნას განხილული როგორც ლეგიტიმურობის ან შეხვედრების მონაწილეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ქართული ქორეოგრაფიის წარმატება – ოთო ფოლადაშვილს საერთაშორისო მსაჯის სტატუსი მიენიჭა“

,,ახალი საამაყო ამბავი, რომელიც დარწმუნებული ვართ გაგახარებთჩვენი სტუდიის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი ოთო ფოლადაშვილი საერთაშორისო კატეგორიის სტატუსის მქონე მსაჯი გახდაეს ის ტიტულია, რომლის მოსაპოვებლადაც საპასუხისმგებლო და რთული ეტაპების გავლა გიწევს და ამიტომ ჩვენი სტუდიისათვის გამორჩეული წარმატებაავულოცავთ ოთოს და საერთაშორისო ასპარეზზე, ისეთივე დიდ წარმატებას ვუსურვებთ, როგორიც ჩვენს ქვეყანაში უკვე ბევრჯერ დამტკიცებული აქვს ! OTaber Poladashvili– ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილის მორიგი წარმატების შესახებ წერს.

გურამ მაჭარაშვილი: იმედია, არჩევნების შემდეგ დიპლომატები დაფიქრდებიან და როგორმე გადაწყვეტენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს პატივი სცენ

იმედია, არჩევნების შემდეგ დიპლომატები დაფიქრდებიან და როგორმე გადაწყვეტენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს პატივი სცენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებაზე, სადაც პაპუაშვილი ამბობს, რომ „მათ, ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყეს, ახლა აქვთ შანსი, გამოასწორონ მცდარი პოზიცია და გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ“.გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, უცხოელმა დიპლომატებმა ამოწურეს რესურსი, რომ საქართველოსთან მიმართებაში უსამართლობა გააგრძელონ.„უცხოურმა ძალამ და მათმა აქაურმა დიპლომატებმა ის რესურსიც კი ამოწურეს, რაც შეიძლება, აზიანებდეს იმ ქვეყნებს, რომლებსაც წარმოადგენენ. ყველაფერი გააკეთეს – რადიკალური პროცესები წაახალისეს, შიდა პოლიტიკაში ჩაერივნენ და ა.შ. თურმე საფრანგეთის პრეზიდენტი წუხს, რომ ამერიკელმა დიპლომატმა საფრანგეთის შიდა პოლიტიკა გააკრიტიკა და ამ დროს საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები შიდა პოლიტიკას არათუ აკრიტიკებენ, არამედ პირდაპირ შიდა პოლიტიკაში ერევიან და ძალადობრივ აქციებს ახალისებენ. მათ რესურსი აღარ აქვთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში უსამართლობა გააგრძელონ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება

დედაქალაქში MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადის პრეზენტაცია გაიმართა.თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელ გიორგი შარკოვთან და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროს ნინო ბაგაშვილთან ერთად წარუდგინა.როგორც მერმა აღნიშნა, 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება.„დღეს ძალიან სასიამოვნო დღეა ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება. 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც გასულ წელს შევისყიდეთ, უკვე თბილისშია და მზადაა, დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახუროს. ძალიან მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოვახერხეთ, სრულად ჩაგვენაცვლებინა ავტოპარკი ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით. 27 სექტემბრიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაიწყებს ხაზებზე გასვლას და მოემსახურება ჩვენს თანაქალაქელებს, გამოთავისუფლებული 10-მეტრიანი და 12-მეტრიანი ავტობუსები კი სხვადასხვა ხაზზე გადანაწილდება.რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რათა თითოეულ უბანს, რაიონს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს თანამედროვბე ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით. ეს პროცესი ამით არ მთავრდება - ქალაქი ვითარდება, წინ მიდის, იზრდება, ახალი პროექტები ხორციელდება. შესაბამისად, ყოველთვის საჭიროა, ჩვენც თანხვედრაში ვიყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით. დღესდღეობით ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საცობებია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული გავხადოთ. სწორედ ამიტომ, შესაბამისი კვლევების შედეგების გათვალისწინებით, სადაც შესაძლებელია, ყველგან ვაწყობთ საავტობუსო ზოლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.MAN-ის მარკის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას. ავტობუსები დაბალიატაკიანია და აქვს ოთხი ასასვლელი კარი.ამ ეტაპისთვის, 76 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გადანაწილებულია რამდენიმე მარშრუტზე, ხოლო დარჩენილი რაოდენობა ეტაპობრივად ჩაანაცვლებს სხვადასხვა ტევადობის ავტობუსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 111.1 მლნ ევროს შეადგენს.კახა კალაძესთან ერთად ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის შესაძლებლობა "შევინარჩუნოთ, რომ ისრაელმა და პალესტინამ ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ"."ამის დრო მოვიდა. სწორედ ამიტომ, ჩემი ქვეყნის ისტორიული ერთგულების გამო ახლო აღმოსავლეთის მიმართ, ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის მიმართ, ვაცხადებ, რომ დღეს საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.ამასთან, მისი თქმით, „ღაზაში მიმდინარე ომს არაფერი ამართლებს“.„ეს ომი საბოლოოდ უნდა დავასრულოთ. ეს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები და სტუდენტები მეცნიერების ფესტივალში მონაწილეობენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტის და 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრები და სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერების ფესტივალში, რომელიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში - ზუგდიდში, ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისსა და თელავში, იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ფესტივალზე წარადგინა მრავალფეროვანი სამეცნიერო მიღწევები, ინოვაციური პროექტები და სტუდენტთა ნაშრომები, რომლებიც უკავშირდება საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო დარგებს.სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, ექსპოზიციებმა ფართო ინტერესს გამოიწვია ფესტივალის სტუმრებს შორის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის მეცნიერულ განვითარებასა და ინოვაციების ხელშეწყობაში.„მეცნიერების ფესტივალი განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის როგორც აკადემიური სივრცისთვის, ასევე ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და ქვეყნის სამეცნიერო განვითარებაში შეტანილი წვლილის გაცნობიერება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები აქტიურად მონაწილეობენ მსგავს ღონისძიებებში, ეს მათთვის არა მხოლოდ ცოდნის გაზიარების, არამედ კვლევით საქმიანობაში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ინოვაციური პროექტების ინიცირებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენს 13 ფაკულტეტსა და 15 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიმდინარე მრავალმხრივი კვლევითი საქმიანობა აშკარად ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლს როგორც ქვეყნის საინჟინრო და ტექნოლოგიური პროგრესის, ასევე გლობალური სამეცნიერო დისკურსის კონტექსტში.ვფიქრობ, სტუდენტთა ჩართულობა მეცნიერების პოპულარიზაციაში არის არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელი, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ მომავალ თაობას, რომელიც განაგრძობს მეცნიერების წინსვლას და საქართველოს ინტელექტუალურ პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.ინფორმაციისთვის: მეცნიერების პოპულარიზაციის, ახალგაზრდების წახალისების, კერძო საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური იდეების გაძლიერების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მეცნიერების ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და ყველა დიდ ქალაქს მოიცავს.მეცნიერების ფესტივალი, რომელიც 17 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, 10 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, ღია ლექციები და საჯარო დისკუსიები. ამასთანავე, ახალგაზრდებისთვის მოეწყობა ინტერაქტიური გამოფენები და ექსპერიმენტები, სტარტაპებისა და ინოვატორების პრეზენტაციები.

ბოლო სიახლეები