ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს ქალთა უფლებებზე, სადაც საუბარია ტრანსგენდერი ქალების უფლებებზეც.
ევროპარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუცია ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, ტრანსგენდერი ქალები სრულფასოვან ქალებად აღიაროს.
დოკუმენტში რამდენიმე ძირითადი პუნქტია მოცემული, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ეხებათ, მათ შორის, არის ტრანსგენდერი ქალების სრულფასოვან ქალებად აღიარებაზე, საუბარია მათი ჩართულობის აუცილებლობაზე გენდერული თანასწორობისა და ძალადობის საწინააღმდეგო პოლიტიკის ეფექტურობისთვის, ასევე ტრანსგენდერი ქალებისთვის დაცვისა და მხარდაჭერის სერვისებზე თანაბარი წვდომის აღიარება.
„მათი ჩართულობა აუცილებელია ნებისმიერი გენდერული თანასწორობისა და ძალადობის საწინააღმდეგო პოლიტიკის ეფექტურობისთვის. მოვუწოდებთ, აღიარონ ტრანსგენდერი ქალები და მათ თანაბარი წვდომა მიეცეს დაცვისა და მხარდაჭერის სერვისებზე“, – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

