ევროპარლამენტის წევრი და ირანთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე, ჰანა ნოიმანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი „90 მილიონი ირანელის სიცოცხლით თამაშობს“.
ევროპარლამენტის წევრის თქმით, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ დახმარება მომიტინგეებისთვის გზაში იყო, ვიდრე ის ამ ომს დაიწყებდა და საკმაოდ გაურკვეველია, რა არის მისი მიზნები და სტრატეგია.
„მე არ შემიძლია, მხარი დავუჭირო ომს, როდესაც არ ვიცი, რა არის სტრატეგია და ირანელები აშკარად უკეთესს იმსახურებენ“, – აღნიშნა ჰანა ნოიმანმა.
ევროპარლამენტის წევრის თქმით, რეჟიმის შეცვლა მხოლოდ შიგნიდან შეიძლება მოხდეს, ირანის გარედან და შიგნიდან მყოფი ადამიანების ფართო კოალიციის მეშვეობით, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის მრავალფეროვნებას და შეუძლიათ ახალი ხედვის შემოთავაზება.
„ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად უნდა მოვუწოდოთ დეესკალაციისკენ. პირველ რიგში, უნდა ვიმუშაოთ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად. ეს ჩვენი ომი არ არის, მაგრამ შედეგებს უნდა გავუმკლავდეთ“, – აღნიშნა ჰანა ნოიმანმა.

