ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

ევროპარლამენტარი: მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც საქართველოში ტერორს ხელმძღვანელობდა, ის იყო მათი პინოჩეტი

გასული წლის ივნისში ევროკავშირმა უარი უთხრა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე არა იმიტომ, რომ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, არამედ იმიტომ, რომ არ იყო საკმარისად ანტირუსული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიკ ვოლასმა განაცხადა.

„ეს არის (მიხეილ სააკაშვილი.რედ) ადამიანი, რომელიც საქართველოში ტერორს ხელმძღვანელობდა. ის იყო მათი პინოჩეტი. 300 ათასზე მეტი ოპონენტი იყო დაპატიმრებული. ბევრი მათგანი აწამეს. რამდენიმე მოკლეს. ამ დროს კი, დასავლეთი აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც საქართველოში განხეთქილება დათესეს. როდესაც მთავრობამ სცადა, წარედგინა კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ანგარიშვალდებულების დასაკისრებლად, ევროკავშირი მათ თავს დაესხა იმ ფაქტის მიუხედავად, რომ აშშ-ის იგივე კანონი წლებია, აქვს, ხოლო ევროკავშირი თავად გეგმავს იგივენაირი კანონის მიღებას“, – აღნიშნა ვოლასმა.

ამასთან, როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, საქართველო არ არის დაინტერესებული ომით, საქართველოს მშვიდობა სურს.

„საქართველოს სურს კარგი ურთიერთობები ყველასთან, განსაკუთრებით თავის მეზობლებთან. მათ უნდა თქვან უარი სუვერენიტეტზე ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად? მათ უნდა შეუწყონ ხელი ომს, მშვიდობის ნაცვლად? მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსი და მიეცით ხალხს საშუალება, უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ვოლასმა.

თარგმანი საქართველოს პირველი არხი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ლომთაძე მსოფლიოს უმდიდრესი ქართველი გახდა – Forbes-ის 2026 წლის რეიტინგი და გზა წარმატებისკენ

Forbes-ის 2026 წლის გლო­ბა­ლურ­მა რე­ი­ტინ­გში მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ქარ­თვე­ლე­ბის სიას სა­თა­ვე­ში აღარ უდ­გას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ლი­დე­რის პო­ზი­ცია მი­ხე­ილ ლომ­თა­ძემ, ყა­ზა­ხუ­რი ფინ­ტექ-გი­გან­ტის, Kaspi-ის აქ­ცი­ო­ნერ­მა და მმარ­თველ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ი­კა­ვა.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლომ­თა­ძე წლე­ბია ალ­მა­ტი­ში ცხოვ­რობს და მისი ძი­რი­თა­დი ბიზ­ნე­სი ყა­ზა­ხეთ­შია კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, Forbes მას, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­დან წარ­დგე­ნილ მი­ლი­არ­დე­რებს შო­რის აკ­ვირ­დე­ბა.მთა­ვა­რი ციფ­რე­ბი:ქო­ნე­ბა: $6 მი­ლი­არ­დი (გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით $100 მი­ლი­ო­ნით გა­ი­ზარ­და). პო­ზი­ცია მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში: 694-ე ად­გი­ლი. ბიზ­ნეს აქ­ტი­ვი: Kaspi.kz - პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც ყა­ზა­ხეთ­ში ფი­ნან­სურ მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და ელექტრო­ნულ კო­მერ­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს.ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მე­ო­რე ად­გილ­ზეა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უც­ვლე­ლი ლი­დე­რი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, წელს რე­ი­ტინ­გში მე­ო­რე პო­ზი­ცი­ას დას­ჯერ­და. 70 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და პო­ლი­ტი­კო­სის ქო­ნე­ბა, Forbes-ის შე­ფა­სე­ბით, კვლავ $2,7 მი­ლი­არდს შე­ად­გენს. ივა­ნიშ­ვი­ლი 1560-ე ად­გილს იკა­ვებს მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის დი­ნა­მი­კა სტა­ბი­ლუ­რია, თუმ­ცა 2024 წელს მის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ­მა გარ­კვე­ულ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებ­მა ბიზ­ნეს­მე­ნის ირ­გვლივ პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კონ­ტექ­სტი გა­არ­თუ­ლა.  ყა­ზა­ხუ­რი ფე­ნო­მე­ნი  სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ყა­ზა­ხე­თის რე­ი­ტინ­გში ლომ­თა­ძეს მხო­ლოდ მი­სი­ვე პარტნი­ო­რი, ვი­ა­ჩეს­ლავ კიმი უს­წრებს, რომ­ლის ქო­ნე­ბაც $7,8 მი­ლი­არ­დად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.რო­გორც ჩანს, Kaspi-ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია, მათ შო­რის თურ­ქე­თის ბა­ზარ­ზე შეს­ვლა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის პი­რად კა­პი­ტალ­ზე. გზა წარ­მა­ტე­ბამ­დე მი­ხე­ილ ლომ­თა­ძის გზა წარ­მა­ტე­ბამ­დე, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, უკი­დუ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო, თუმ­ცა რთუ­ლიც იყო...მო­მა­ვა­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი 1975 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა, ნუგ­ზარ ლომ­თა­ძე 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში იყო. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­ხე­ი­ლი ამ­ბობს, რომ ამის გამო მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხში­რად უწევ­დათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლა, ამი­ტო­მაც მის­თვის ახალ ად­გი­ლას ფე­ხის მო­კი­დე­ბა მოზ­რდი­ლო­ბი­სას უკვე აღარ იყო რთუ­ლი.მა­მას სურ­და შვილს ტექ­ნი­კუ­რი გან­ხრით ეს­წავ­ლა, თუმ­ცა ალ­ბათ ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და მის ასეთ დიდ წარ­მა­ტე­ბას.ბიზ­ნეს­მენს ერთი და ჰყავს, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში, უფრო ზუს­ტად კი ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს.ლომ­თა­ძემ ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ნე­ჯმენ­ტის ევ­რო­პულ სკო­ლა­ში მი­ი­ღო, შემ­დეგ სწავ­ლა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ნაგ­რძო და მსოფ­ლი­ო­ში რი­გით მე-3 უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჰარ­ვარ­დის ბიზ­ნეს სკო­ლა­ში ჩა­ი­რი­ცხა. 2002 წელს ლომ­თა­ძემ ჰარ­ვარ­დის მა­გის­ტრის MBA ხა­რის­ხი აიღო და დიდი გეგ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუნ­და.1995 წელს, ბიზ­ნეს­მენ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნია "ჯი-სი-სი აუ­დი­ტი" და­ა­ფუძნა და ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. 2002 წელს, კომ­პა­ნია "ერსტ ენდ იან­გის" შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. ამა­ვე წელს ლომ­თა­ძემ მუ­შა­ო­ბა რუ­სეთ­ში "ბე­ა­რინგ ვოს­ტოს კე­პი­ტალ პარ­ტერსში" და­ი­წყო და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ი­ღო, 2004 წელს ამ კომ­პა­ნი­ის პარტნი­ო­რიც გახ­და.2003 წელს ბიზ­ნეს­მე­ნი რუ­სე­თის ლი­ზინ­გუ­რი კომ­პა­ნია, "ეუ­როპ­ლა­ნის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­მჯდო­მა­რის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და 2005 წლი­დან სა­ბან­კო პროგ­რა­მუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ის "ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რო­ბაც შე­ი­თავ­სა. 2008 წლი­დან ლომ­თა­ძე ყა­ზა­ხუ­რი პლატ­ფორ­მის Kaspi-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ხდე­ბა.

ირაკლი კობახიძე – ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით გარკვეული კორექტივები შევიტანეთ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად იქნება აქციზის გაზრდილი ტარიფი

ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4,5 ლარიანი ტარიფი ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისი თქმით, ექვს წელზე მეტი წლოვანების მანქანის შემოყვანისთვის დაწესდება განბაჟების შედარებით მაღალი ტარიფი.„ერთ კუბზე 4,5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს, ასევე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ახლო აღმოსავლეთში მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე, რომ საქართველოში იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა, მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რომ შეინარჩუნოს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა.„კიდევ ერთხელ უნდა გამოვეხმაუროთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ეს მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა და ამ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი ჩვენი ქვეყნის გარშემო, ბუნებრივია, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა. მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

მიხეილ სააკაშვილი – კომპლექსებიდან უნდა გათავისუფლდეს ყველა მხარე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ყველაზე მეტი ამომრჩეველი და მე ხალხის უმრავლესობა მიჭერს მხარს

კომპლექსებიდან უნდა გათავისუფლდეს ყველა მხარე, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს და მას ხალხის უმრავლესობა უჭერს მხარს.„ჩემს უახლოეს და უერთგულეს თანამებრძოლებს. გუშინ პეტრეზე ჩემი პოსტი ბევრმა მის კრიტიკად აღიქვა, სინამდვილეში ის ეხება ყველა მხარეს. კომპლექსებიდან უნდა გათავისუფლდეს ყველა მხარე, თავშეკავება უნდა გამოიჩინოს ყველა მხარემ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ყველაზე მეტი ამომრჩეველი და მე ხალხის უმრავლესობა მიჭერს მხარს. ამ ადამიანებს ყველამ უნდა სცეს პატივი. ცალმხრივი არაფერი იმუშავებს. ან ვიქნებით ერთად, ან გავქრებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

დაშავებული არ გვყავს, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სახელმწიფო უწყება – ტყიბულის მერი

მეწყერი და მოსახლეობის ევაკუაცია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში. დანგრეულია 5 სახლი. სტიქიის ზონიდან უკვე გაიყვანეს 38 ოჯახი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი. აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, გეოლოგები და შესაბამისი ტექნიკა.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კუბლაშვილის განცხადებით, ტერიტორიიდან ევაკუირებული მოსახლეობა საცხოვრისით იქნებიან უზრუნველყოფილნი."სოფელ კურსებში, კერძოდ ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში, გამთენიისას, დაინგრა ხუთი სახლი, ევაკუირებულია 38 ოჯახი, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სახელმწიფო უწყება. ტყიბულის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, მოქალაქეების საცხოვრისით, მოვახდენთ მათ გაყვანას სასტუმროებში.ადგილზე მუშაობს გეოლოგების ჯგუფი და ველოდებით მათ დასკვნას. საბედნიეროდ, დაშავებული და გარდაცვლილი არ გვყავს", - განაცხადა დავით კუბლაშვილმა.

ბოლო სიახლეები