საქართველოს შესახებ ანგარიში არის სამარცხვინო, სამარცხვინო ევროპარლამენტისთვის, ის არ არის არც ევროპული და არც დემოკრატიული თავისი ბუნებით, მას აკლია პატივისცემა, – ამის შესახებ უნგრელმა ევროპარლამენტარმა, ანდრაშ ლასლომ საქართველოს საკითხზე ევრპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცახადა.
როგორც ლასლომ აღნიშნა, ევროპარლამენტს სურს, გადაწყვიტოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარტნიორად არ ხედვას, მას უყურებს, როგორც კოლონიას.
მისივე თქმით, საჭიროა არა სანქციები, არამედ გულწრფელი დიალოგი.
„ცხადია, ევროპარლამენტის უმრავლესობას სურს, საქართველოში მარიონეტული მთავრობა იხილოს, ვიდრე ეს არ მოხდება ევროკავშირის წინასწარი განზრახვით მუშაობს ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების გაუარესებაზე. სწორედ ესაა, რასაც ემსახრურება თქვენი ანგარიში. რამდენიმე რამ მინდა, გამოვყო.
ევროპარლამენტს სურს, უთხრას ქართველებს, ვინ უნდა ჰყავდეთ მთავრობაში, რომ მათ უნდა გამართონ ახალი არჩევნები. ევროკავშირს ასევე სურს, უკარნახოს ქართველებს ვინ და როდის უნდა იყოს ამ არჩევნების ორგანიზატორი, ვინ შეუძლია, გაუწიოს შედეგებს მონიტორინგი. ევროკავშირს სურს, უკარნახოს ქართველებს და მე მომყავს ციტატა: „თუ არ არის სინამდვილეში ქართველი ხალხის ნება“, რომ თქვენ ეს უკეთ იცით, ვიდრე მათ. ევროპარლამენტს სურს, გადაწყვიტოს, ვინ არიან რეალურად საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისინი ვინც ბადიენის ადმინისტრაციის მიერ არიან დაფინანსებულები USAID-ის მეშვეობით. ახლა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ეს დაფინანსება შეუწყვიტა მემარცხენე გლობალისტ აქტივისტების ქსელს, თქვენ გსურთ, ევროკავშირმა იშვილოს ეს ორგანიზაციები. ევროპარლამენტს სურს, გადაწყვიტოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრების შემთხვევაში ეს ეროვნული კომპეტენციაა,. ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად არ ხედვას, ევროკავშირი საქართველოს უყურებს, როგორც კოლონიას. საჭიროა არა სანქციები, არამედ გულწრფელი დიალოგი, რომელიც პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს სუვერენიტეტს, გაითვალისწინებს საქართველოს გეოპოლიტიკურ სიტუაციას, იდეას, რომელიც ფიკუსირებული იქნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე“, – განაცხადა ლასლომ.