ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ქართული სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად.
„„ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს იღებს, ზომებს, რომელიც ცხადად შთაგონებულია რუსული პროპაგანდისტული მანქანით. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. რა თქმა უნდა, რაც იქ ხდება, ეს არ არის შეუმჩნეველი. სწორედ ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ სანქციებზე. ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფული არ წავიდეს საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად, ჟურნალისტების და ყველას დასახმარებლად, ვინც მშვიდობიანად მუშაობს უკეთესი მომავლისთვის და უარს არ ამბობენ იმედსა და ღირებულებებზე, რასაც ევროპა განასახიერებს“, – განაცხადა ჰიპერმა.