საქართველო ჩამოქვეითდა გამოხატვის თავისუფლების სფეროში, ადრეული მომზადების ეტაპიდან ადრეული მომზადების ეტაპსა და მომზადების გარკვეულ დონეს შორის პოზიციამდე, – ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.
„საანგარიშო პერიოდში მეორე წელია, რაც უკუსვლა დაფიქსირდა. ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (Foreign Agents Registration Act) და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

