ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

ევროკავშირში იმედს გამოთქვამენ, რომ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი მშვიდობის პროგრესს შეუწყობს ხელს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ და ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და იმედი გამოთქვეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელი სატელეფონო საუბარი მშვიდობის პროგრესს შეუწყობს ხელს.

„ამ საშინელი ომის შედეგი უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობა უნდა იყოს. გვჯერა, რომ გუშინდელი სატელეფონო საუბარი ამ მიმართულებით პროგრესს შეუწყობს ხელს. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაში შეუდრეკელნი ვართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ტრამპმა პუტინს 30 დღის განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა. პუტინი ამ იდეას დათანხმდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ირანმა „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს

ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ TRUTH SOCIAL-ზე წერს.„მიუხედავად იმისა, რომ ირანმა შეამცირა სამხედრო აღჭურვილობისა და მხარდაჭერის ინტენსივობა „ჰუსიტებისთვის“, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი კვლავ აგზავნიან დიდი ოდენობის აღჭურვილობას. ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ამ აღჭურვილობის გაგზავნა“, – წერს ტრამპი.მისივე თქმით, „ჰუსიტებმა“ თავად უნდა იბრძოლონ.„ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დამარცხდებიან, მაგრამ ამ გზით ისინი სწრაფად დამარცხდებიან. „ჰუსიტი“ ბარბაროსები უკვე მნიშვნელოვნად დაზარალდნენ და უყურეთ, როგორ გაუარესდება მდგომარეობა. ეს არ არის სამართლიანი ბრძოლა და არც არასდროს იქნება. ისინი მთლიანად განადგურდებიან“, – წერს ტრამპი.

სასიხარულო სიახლე ფრენებთან დაკავშირებით

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპულიმიმართულებებით: იტალიაში, რომსა და ფორლიში იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.„ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეისები 24 აპრილიდან კვირაში ერთხელ ხუთშაბათს, ხოლო რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით 26 აპრილიდან კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში.ფორლი იტალიის სამეციდინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო ჩექაპს, რეაბილიტაციას, გამაჯანსაღებელ პროცედურებს და თერმულ სპა-ცენტრებს.ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაემატება მეოთხე სიხშირეები პარიზისა და ნიცის მიმართულებით.„ჯორჯიან ეარვეისი“ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: ვენაში, ამსტერდამში, ბერლინში და ლარნაკაში.აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.პირდაპირი ფრენები შესრულდება “ბოინგ 737-700“, „ბოინგ 737-800“ და “ბოინგ 767” ტიპის ავიახომალდებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია – ლევან ხაბეიშვილის თავდასხმის ობიექტი, ექსპრეზიდენტთან ერთად, უკვე ექსპრემიერიც გახდა

სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია - ლევან ხაბეიშვილის თავდასხმის ობიექტი, ექსპრეზიდენტთან ერთად, უკვე ექსპრემიერიც გახდა. მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარის გამო, ხაბეიშვილმა ჯერ ზურაბიშვილი უარყო და თქვა, რომ ის მისთვის არც პრეზიდენტი და არც მნიშვნელოვანი ფიგურაა, შემდეგ კი იერიში გიორგი გახარიაზეც მიიტანა. ყოფილი პრეზიდენტის პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ გახარია უნდა ჩამოყალიბდეს, ან პარლამენტი, ან ოპოზიციასთან თანამშრომლობა. ახალი ულტიმატუმი წაუყენა სალომე ზურაბიშვილსაც - 31 მარტამდე მკაფიოდ თქვას, ერთიანობის მომხრეა, თუ კოორდინაციის.გახარიას პარტიისთვის ხაბეიშვილის პოზიციები არასერიოზულია. ყოფილი პრემიერის გუნდმა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს დღეს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ მათი პარტია ერთადერთია, რომელთან თანამშრომლობასაც არასდროს განიხილავენ."ნაციონალურ მოძრაობას", რადიკალური პოზიციების გამო, "ძლიერი საქართველოც" აკრიტიკებს. ხაზარაძე - ჯაფარიძის გუნდში ამბობენ, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას არავისთან აპირებენ, განსაკუთრებით კი "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომლის ცალკეული წევრებიც, მათი აზრით, პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ვეღარ მოახდენენ.ოპოზიციას რეიტინგებს ახსენებს სახელისუფლებო გუნდი და ამბობს, რომ, დაშლის თუ გაერთიანების შემთხვევაში, მათ ამომრჩევლის ნდობა არ ექნებათ. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი, სხვა ოპონენტების მსგავსად, უცხოელი დამფინანსებლების დავალებების შემსრულებელია.დარჩება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკების მაგიდასთან - ეს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გაირკვევა, რადგან 5-თვიანი კონსულტაციების შემდეგ, ექსპრეზიდენტის პარტიამ, ერთობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ვადა 31 მარტამდე განსაზღვრა. რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი უცნობია... მან დღეს ბრიფინგი გამართა, ისაუბრა ბევრ სხვადასხვა თემაზე, თუმცა არცერთი სიტყვა არ უთქვამს "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებსა და ულტიმატუმზე.

სააკაშვილისა და კეზერაშვილის შემდეგ გილაური – “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი წევრი შტატებში მილიონობით ლარს ლობისტურ მომსახურებაში ხარჯავს

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული "ფარას" დოკუმენტით ირკვევა, რომ ნიკა გილაურის "რეფორმატიკსმა" ამერიკაში ლობისტური კომპანია "კონტინენტალ სტრათეჯი" დაიქირავა. მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის შემდეგ, გილაური "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი წევრია, რომელიც შტატებში მილიონობით ლარს ლობისტურ მომსახურებაში ხარჯავს.საუბარია ადგილობრივ სამთავრობო წრეებში საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებაზე. სახელისუფლებო პარტიისთვის, ეს ოპონენტების მხრიდან ქვეყნის დაზიანების მცდელობის მორიგი მტკიცებულებაა. "ოცნებაში" ამბობენ, რომ გილაური, მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილი ფონდებით, ერთგვარ შირმას ქმნის, რეალურად კი მხოლოდ საკუთარ ნეგატიურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზრუნავს."კურიერმა" დღეს ნიკა გილაურისა და მისი ფონდის წარმომადგენლების ჩაწერა არაერთხელ სცადა, თუმცა ყოფილმა მაღალჩინოსანმა კამერებთან გამოჩენა არ ისურვა. გილაური "ფარა-ზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციას, დღის ბოლოს, საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც ამტკიცებდა, რომ ლობისტები მხოლოდ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის პოპულარიზებისთვის დაიქირავა. თუმცა, "კონტინენტალ სთრათეჯის" მიერ აღებულ ვალდებულებებში სხვა პუნქტებსაც ვხვდებით.გილაურის პოზიციების დაცვა დღეს ოპოზიციის წევრებმა სცადეს. მათი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთ დამფინანსებელს, პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია, ლობისტებს კი მხოლოდ კეთილშობილური მიზნით ქირაობს.ნიკა გილაურის პოლიტიკური მიზნები და სურვილები ცნობილია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. კანონმდებლების თქმით, სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი რეალურად უცხოელი მფარველების ნებას ემორჩილება, მიზანი კი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაა. უმრავლესობის წევრებმა დღეს, შტატების მსგავსად, "ფარა-ს" ანალოგიური კანონის საქართველოში დამტკიცების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.ნიკა გილაურს ამერიკული ლობისტური კომპანიისთვის, პირველ ეტაპზე, 200 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს, შემდგომ 6 თვის განმავლობაში კი ყოფილი მაღალჩინოსანი, საკუთარი პოლიტიკური და ბიზნესინტერესების გასატარებლად, "კონტინენტალ სთრათეჯის" თვეში 100 ათას დოლარს გადაუხდის.

გია აბაშიძე თამუნა დემეტრაშვილზე: დავით მათიკაშვილს ვითომ ამუნათებს მძარცველი კეზერაშვილის სატელევიზიო მარიონეტი, ვინმე თამარ დემეტრაშვილი, ქომაგობს შარლატანობაში ეჭვმიტანილ ნანული ჟორჟოლიანს, გაუმძაფრდათ სასოწარკვეთილება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფორმულას“ ჟურნალისტის თამუნა დემეტრაშვილის სტატუსს ეხმიანება, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით მათიკაშვილის მისამართით ამბობს, რომ მისმა შვილებმა „ჯართის შეგროვების იქით შემოსავალი ვერ მონახონ“.როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ქართველი ჯარის მაროდიორის, ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის მიერ დასპონსორებულ ფსევდოჟურნალისტს სინდისის ქენჯნა არასდროს შეაწუხებს, რადგან ნაცბოგანოა."პარლამენტარ დავით მათიკაშვილს ვითომ ამუნათებს მძარცველი კეზერაშვილის ერთ-ერთი სატელევიზიო მარიონეტი, ვინმე თამარ დემეტრაშვილი, ქომაგობს შარლატანობაში ეჭვმიტანილ ნანული ჟორჟოლიანს, გაუმძაფრდათ სასოწარკვეთილება. ქართული ჯარის მაროდიორის, ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის მიერ დასპონსორებულ ფსევდოჟურნალისტს სინდისის ქენჯნა არასდროს შეაწუხებს, რადგან ნაცბოგანოა. ამასობაში, ნანული ჟორჟოლიანის მასობრივი სოლიდარობა სადაა? თავად სექტაში ყველას არ ადარდებს მისი ე.წ. საქველმოქმედო ფონდის ბედი. ამიტომაც ეს გამწარებულნი გადასულნი არიან კოპროლალიაზე (ბერძნულად - kopros განავალი, lalia ლაპარაკი)", - წერს გია აბაშიძე.

ბოლო სიახლეები