სამშაბათი, მაისი 20, 2025

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცეს

ევროკავშირმა და დიდმა ბიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა „იქსზე“ დაწერა.

კაია კალასის თქმით, სანქციები შეეხო რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაახლოებით 200 გემს.

ბრიტანეთის მთავრობამ უფრო დეტალური განცხადება გაავრცელა და ასევე განაახლა სანქციების სია.

„უკანასკნელი სანქციების ობიექტები მოიცავს სტრუქტურებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო მანქანას, ენერგომატარებლების ექსპორტსა და საინფორმაციო ომს, ასევე ფინანსურ დაწესებულებებს, რომლებიც ეხმარებიან პუტინის უკრაინაში შეჭრის დაფინანსებას“, – განაცხადეს დიდი ბრიტანეთის მთავრობაში.

კერძოდ, ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 14 ადამიანს, რომლებსაც „სოციალური პროექტირების სააგენტოს“ წევრებს უწოდებს, რომელსაც დასავლური ქვეყნები უკრაინასა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში რუსული ჩარევის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევენ.

ფინანსურ დაწესებულებებს შორის ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა 46 კომპანია, ასევე სანქტ-პეტერბურგის სავალუტო ბირჟა დასახელმწიფო კორპორაცია „ანაბრების დაზღვევის სააგენტო“.

ბრიტანეთის სანქციები „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ მოიცავს 18 გემს, ასევე ბრიტანეთის მოქალაქეს, ჯონ მაიკლ ორმეროდს, რომელმაც, როგორც ნათქვამია, შეიძინა გემები რუსული ნავთობის გადასაზიდად, გარდა ამისა სანქციები შეეხო ტანკერების ორ რუს კაპიტანს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გასასკდომი გულიც აღარ მაქვს“ – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:„კიდევ ერთი უსახლკარო, შშმ პირი მოხუცი გარდაიცვალა ქუჩაში. ეტლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. სისხლიანი იყო სულ, მიშო ეხმარებოდა, ეტლში ჩასვა და სამჯერ გამოიძახა სასწრაფო. სამი დღით ვიყავი წასული, რასაც თავს ვერ ვაპატიებ ვერასდროს და დღეს რომ მივაკითხე, მითხრეს, რომ ცოცხალი აღარაა. გასასკდომი გულიც აღარ მაქვს.ამ წამიდან ვაყალიბებთ ჯგუფს, რომელიც ყველანაირი ხერხით ეცდება, რომ ქუჩაში აღარავინ გარდაიცვალოს.რომ არავის არ ეძინოს ქუჩაში. შემოგვიერთდით, მეტი არავინ არის, ვინც ამათზე ზრუნავს. მარტო მე და ირაკლი კიდევ, რომ გავიხეთ, ყველგან მისვლას მაინც ვერ ვასწრებთ. გადავერთვებით, მხოლოდ ამ საქმეზე და მნიშვნელობა არ აქვს შეგვიძლია თუ არა, მაინც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მომწერეთ აქ -558181218.ქალაქის ნებისმიერ ადგილას, სადაც შეამჩნევთ, რომ ღამით სძინავს ვინმეს, ან ცუდადაა და სასწრაფოს არ მიჰყავს, ამ პოსტის ქვეშ ჩააგდეთ ფოტო, ან დამირეკეთ და მომწერეთ ტელეფონზე -558181218.დამიკავშირდით, ვისაც შეგიძლიათ ავადმყოფის მოვლა ქუჩაში, დროგამოშვებით მისვლა და საჭმლის და წამლების მიტანა. ყველაფერს, რას დაგჭირდებათ მე გაგატანთ.მივმართავ კომპანიებს, რომლებსაც ნახევარი ქალაქის ტერიტორია აქვთ აღებული. სულ 7 კვადრატული მიწა გვჭირდება, რომ კონტეინერი დავუდგათ, სადაც უბრალოდ დაიძინებენ. რაღაცნაირად, ეს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა დავამთავროთ ქალაქში. თქვენ თვითონ არ გაწუხებთ ქუჩაში მომაკვდავი ავადმყოფები?გაგვიზიარეთ ეს პოსტი და დაგვეხმარეთ ყველა, ვინც რით შეძლებთ, ამისი გაგრძელება აღარ შეიძლება. არავინ არ უნდა გამოგვრჩეს, ვისაც გარეთ სძინავს. ფულს ვაგროვებთ კონტეინერებისთვის, მათი საჭმლისთვის, წამლებისთვის, კლინიკაში გადაყვანისთვის და ადგილზე დასაძინებლის მოწყობისთვის.ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ - ანგარიშის ნომერი:საქართველოს ბანკი #GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილითიბისი ბანკი #GE90TB7603845061100016 PayPal – [email protected] უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili.მართლა მოგვეხმარეთ ყველა რა, თითქმის ყველას ვიცნობთ და ყველაფერს მე აგიხსნით ყველაზე, ვის რა მიუტანოთ, ვინ როგორი ადამიანია და ვის როგორ მოეპყროთ. ვისაც რა შეგვიძლია, გავაკეთოთ და ეს უზარმაზარი პრობლემა აუცილებლად მოგვარდება,” – წერს აკა სინჯიკაშვილი.

მარკო რუბიო – რუსეთს სურს ის, რაზეც უფლება არ აქვს, ხოლო უკრაინას სურს ის, რისი დაბრუნებაც სამხედრო გზით არ შეუძლია, ეს არის გამოწვევის არსი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება.„ფუნდამენტური გამოწვევა ჩვენს წინაშე უკრაინასთან დაკავშირებით ასეთია: რუსეთს სურს ის, რაც მას ახლა არ აქვს და რაზეც უფლება არ აქვს, ხოლო უკრაინას სურს ის, რისი დაბრუნებაც მას სამხედრო გზით არ შეუძლია. ეს არის გამოწვევის არსი“, – განაცხადა რუბიომ.მარკო რუბიოს თქმით, სწორედ ამიტომ კონფლიქტს „სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს და უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება, - ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“.„ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა კონსტანტინე აფხაზისა და მასთან ერთად დახვრეტილი 14 ოფიცრის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის ხელმძღვანელობით, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის დისწულის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის გენერალ-მაიორის, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრისა და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული გმირის კონსტანტინე აფხაზისა და მასთან ერთად დახვრეტილი 14 ოფიცრისა და ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სტუდენტებმა ვაკის პარკში, 1923 წლის 20 მაისს, ჩეკისტების მიერ დახვრეტილი ეროვნული გმირების - გენერალ-მაიორ კონსტანტინე აფხაზის, და სამხედრო ცენტრის 14 წევრის: გენერლების - ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, გენერალ-მაიორ ვარდენ წულუკიძის, პოლკოვნიკების - გიორგი ხიმშიაშვილისა და როსტომ მუსხელიშვილის, ოფიცრების - ივანე ქუთათელაძისა და ნიკოლოზ ზანდუკელის, როტმისტრების - სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელისა და ფარნაოზ ყარალაშვილის, იასონ კერესელიძის, ლევან კლიმიაშვილის, დიმიტრი ჩრდილელის, სიმონ ჭიაბრიშვილის, პოლკოვნიკების - ალექსანდრე მაჭავარიანისა და ელიზბარ გულისაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ქართველი პატრიოტების დახვრეტიდან 102 წლის შემდეგ, ჯალათების წინაშე უდრეკად მდგომი 15 ქართველის გმირობა მომავალი თაობებისთვის მუდამ ზნეობრივ გაკვეთილად დარჩება.„კოტე აფხაზი და 14 რჩეული მამულიშვილი შეეწირა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნას. შეუძლებელია დავიწყება იმისა, თუ ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები, როგორ იცავდნენ სამშობლოს და როგორ სწირავდნენ თავს. შეუძლებელია დავივიწყოთ კონსტანტინე აფხაზის უკანასკნელი სიტყვები - „ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“ სწორედ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა იცხოვრო სამშობლოსთვის“, - აღნიშნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მემორიალთან.ცნობისთვის, კონსტანტინე აფხაზი და მასთან ერთად დახვრეტილი 14 თანამებრძოლი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ.

ალინა გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ისტორიაში პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც ევერესტი დაიპყრო

„2025 წლის 18 მაისს, ნეპალის დროით დილის 9:10 საათზე, პლანეტის უმაღლეს წერტილზე, ევერესტის მწვერვალზე ვიდექი და ჩემს წინაშე მთელი პლანეტა გადაიშალა. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და მისკენ მიმავალ გზაზე, მე გავხდი ისტორიაში პირველი ქართველი ქალი, რომელიც ევერესტზე ავიდა. ჯერ ვერ ვაცნობიერებ, ვერ ვიგებ, ვერ გადავხარშავ. ჯერჯერობით, თითქოს პარალელურ რეალობაში ვარ.“ - წერს ალინა გამსახურდია.წყარო: რადიო თავისუფლება

ბოლო სიახლეები