ევროკავშირი დათანხმდა, 2028 წლის პირველი იანვრისთვის ეტაპობრივად შეამციროს რუსული გაზის იმპორტი.
ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა ამ წინადადებას დღევანდელი მინისტერიალზე დაუჭირეს მხარი.
მინისტერიალზე დაამტკიცეს გეგმა, რომლის თანახმადაც, რუსულ ნედლეულზე ეტაპობრივად უარის თქმა ახალი კონტრაქტებისთვის – 2026 წლის იანვრიდან, უკვე არსებული მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის – 2026 წლის ივნისიდან, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის 2028 წლის იანვრიდან დაიწყება.