სამშაბათი, თებერვალი 24, 2026

ევროკავშირის ხელშეწყობით საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების პროგრამები ხორციელდება

ევროკავშირის ხელშეწყობით დაბა აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების პროგრამები ხორციელდება.

მომზადება-გადამზადების კურსები ელექტრიკოსის, ზეინკალ-სანტექნიკოსისა და შემდუღებლის პროფესიებში ღიაა როგორც მე-10, მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე ზრდასრულთათვის, რომელთაც სურთ პროფესიული უნარების გაუმჯობესება ან ახალი პროფესიის შეძენა.

სწავლება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში თანამედროვე მოდულების გამოყენებით მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპზე – მხოლოდ უკრაინაში ჩამოსვლით და ჩვენი ბრძოლის საკუთარი თვალით ნახვითაა შესაძლებელი იმის გაგება, სინამდვილეში რა არის ეს ომი, ვინ არის...

ჩვენმა ხალხმა თეთრი დროშა არ აღმართა - მათ ლურჯ-ყვითელი დროშა დაიცვეს, ოკუპანტებმა კი, რომლებსაც ეგონათ, რომ აქ ყვავილებით ხელდამშვენებული ბრბო დახვდებოდათ, ამის ნაცვლად გაწვევის ცენტრებთან რიგები იხილეს, ჩვენმა ხალხმა წინააღმდეგობა აირჩია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყების მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.მან აჩვენა ბუნკერის გრძელი დერეფნები და ოფისები, სადაც ის და ასობით სხვა ადამიანი იმყოფებოდნენ და სადაც ყოველდღიურად იმართებოდა შეხვედრები სამხედროებთან, ხორციელდებოდა სატელეფონო ზარები.„ეს ოფისი - ბანკოვას ქუჩაზე მდებარე ბუნკერში მდებარე ეს პატარა ოთახი - სწორედ აქ გავმართე ჩემი პირველი საუბრები მსოფლიო ლიდერებთან ომის დაწყებისას. აქ ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს და სწორედ აქ მოვისმინე: „ვოლოდიმირ, საფრთხე არსებობს. სასწრაფოდ უნდა დატოვოთ უკრაინა. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ამაში“ და აქ ვუპასუხე, რომ საბრძოლო მასალა მჭირდება და არა ტრანსპორტი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.ზელენსკიმ გაიხსენა რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი ბუჩაში, ირპენში, ბოროდიანკაში, მარიუპოლსა და სხვა დასახლებებში, ასევე მასობრივი საფლავები და რუსული საჰაერო დარტყმები საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობებსა და სამშობიარო სახლებზე.„კაცები ასე არ იბრძვიან. ხალხი ასე არ იქცევა. უკრაინელები ამას არ დაივიწყებენ. დაე, ეს კადრები ყველამ ნახოს, ვისაც სინდისი არ აწუხებს, ვინც კვლავ ხელს უწვდის რუსულ ბოროტებას და კვლავ ყიდულობს ნავთობს პუტინისგან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.მისი თქმით, უკრაინამ გრძელი გზა გაიარა ტყვიაგაუმტარი ჟილეტების მიღებიდან Patriot-ების, IRIS-Ts-ების, NASAMS-ებიოს, F-16-ის მიღებამდე, საკუთარი იარაღის, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, წელიწადში 3 მილიონზე მეტი FPV დრონის წარმოებამდე, ღამით ასობით „შაჰედის“ და რაკეტის ჩამოგდებამდე და კურსკისა და „ობობას ქსელის“ ოპერაციების ჩატარებამდე.ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ამჟამად თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე რთული ზამთარი გადააქვს, თუმცა გაზაფხულამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება.„პუტინმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია. მან უკრაინელები ვერ გატეხა. მან ეს ომი ვერ მოიგო. ჩვენ გადავარჩინეთ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის მისაღწევად. და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.ამასთან, მან ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობას იმისთვის, რომ გააცნობიეროს რუსეთზე ზეწოლის განხორციელების აუცილებლობა.„ნამდვილად მინდა, რომ ერთ დღეს აქ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად მოვიდე. დანამდვილებით ვიცი: მხოლოდ უკრაინაში ჩამოსვლით და ჩვენი ცხოვრებისა და ბრძოლის საკუთარი თვალით ნახვით, ჩვენი ხალხისა და ამ ტკივილის შეგრძნებით არის შესაძლებელი იმის გაგება, სინამდვილეში რა არის ეს ომი. ვინ არის აგრესორი და ვისზე უნდა მოხდეს ზეწოლა, რომ უკრაინა იცავს სიცოცხლეს, სწორედ ამისთვის იბრძვის და რომ ეს არ არის ქუჩის ბრძოლა - ეს არის ავადმყოფი სახელმწიფოს თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე და რომ პუტინია ეს ომი. ის არის მისი დაწყების მიზეზი და დაბრკოლება მისი დასრულებისთვის და სწორედ რუსეთს უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი, რათა ნამდვილმა მშვიდობამ დაისადგუროს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

დიმიტრი მედვედევი – რუსეთი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, თუ ისინი ბირთვულ იარაღს უკრაინას გადასცემენ

რუსეთი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, თუ ისინი ბირთვულ იარაღს უკრაინას გადასცემენ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.დიმიტრი მედვედევი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ლონდონი და პარიზი კიევის ბირთვული ბომბით შეიარაღებისთვის ემზადებიან“.„ეს ინფორმაცია სიტუაციას რადიკალურად ცვლის. ეს ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ბირთვული იარაღის პირდაპირ გადაცემაა. ასეთ შემთხვევაში, რუსეთი იძულებული გახდება, რომ უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერი იარაღი, მათ შორის არასტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენოს“, - წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.მისი თქმით, რუსეთი ბირთვულ იარაღს „საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ქვეყნების წინააღმდეგაც გამოიყენებს, რადგან ისინი კონფლიქტის მხარეები გახდებიან“.„ეს სიმეტრიული პასუხი იქნება, რისი უფლებაც რუსეთის ფედერაციას აქვს“, - აცხადებს მედვედევი.

კახა კალაძე – ბევრჯერ მოგვისმენია პირდაპირი მოწოდებები, რომ საქართველო უკრაინას ომში უნდა შეეხიდოს, ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის იქნება გათვალისწინებული ქვეყნის ინტერესი

ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით გარე ძალებს და გარე აქტორებს სხვადასხვა ინტერესი აქვთ, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება საქართველოს ინტერესი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მიერ ბრიუსელში გაკეთებული  განცხადების შეფასებისას.კახა კალაძის თქმით, საქართველოს ბევრჯერ მოუსმენია პირდაპირი მოწოდებები, რომ საქართველო უკრაინას ომში უნდა შეეხიდოს.„ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ თუნდაც პირდაპირი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ომობს და საქართველო უნდა შეეხიდოს, გაიხსნას ქვეყანაში მეორე ფრონტი. მესმის, რომ ყველას აქვს თავისი ინტერესი და ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საკუთარი სამშობლო და საკუთარი ხალხი. დღეს რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“, ეს ქართველი ხალხის დამსახურება და არჩევანია. ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, ძალიან დიდი ვალდებულება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პოლიტიკით, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები. გარე ძალებს და გარე აქტორებს აქვთ სხვადასხვა ინტერესი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება საქართველოს ინტერესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ბრიუსელში განაცხადა, რომ „უკრაინელები ჩვენთვის დროს იგებენ და უნდა გვესმოდეს, რომ, მომავლის თვალსაზრისით, ახლა უკრაინა ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ვჭირდებით უკრაინას“.

„მე, ოჯახი, სახელმწიფო“ -2100 სტუდენტის მონაწილეობით პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა

,,ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ახალგაზრდული პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო” პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე პროექტის ავტორმა, “ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განვლილი ოთხი თვე შეაჯამა. პროექტში ჩაერთო 23 უმაღლესი სასწავლებელი, კოლეჯი, ახალგაზრდული ცენტრი და რამდენიმე დიასპორული ორგანიზაცია. საჯარო შეხვედრებს დაესწრო 2100 სტუდენტი, პროექტის ნომინაციებში მონაწილეობა მიიღო 322 სტუდენტმა, ხოლო დაჯილდოვდა 90 ახალგაზრდა. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პროექტში. თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ იმდენად დიდი იყო მონაწილეთა ჩართულობა და თხოვნა, რომ პროექტი გაგრძელებულიყო, მიიღეს გადაწყვეტილება რომ ახალგაზრდებს მისცენ საშუალება დაასრულონ ნამუშევრები. ასევე, მეორე ეტაპზე გაიმართება დიდი შეხვედრები ახალგაზრდულ რეგიონალურ ცენტრებში და დიასპორულ ორგანიზაციებში. ხოლო საბოლოო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს. დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლებისა და ახალგაზრსობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძე, საქართველოს საპატრუარქოს წატმომადგენელი, უნივერსიტებების ხენმძღვანელობა და სტუდენტები. პროექტი ხორციელდებოდა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პროექტს ახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი''- ინფორმაცია ,,მე ოჯახი და სახელმწიფო'' ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორია ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც დედამ დაზიანებები მიაყენა – ექიმის კომენტარი

22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამთენიისას, ამავე კლინიკის სანიტარმა, კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დედამ ჩვილს ყელის არეში დაზიანება მიაყენა და მის მოშორებას აპირებდა.საბედნიეროდ, მედიკოსებმა ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ახალშობილსა და დედას დახმარება აღმოუჩინეს.„გაკეთდა უნიკალური ოპერაცია, პროგრესი არის, თუმცა ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა, არავის ეგონა თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა. მას მკურნალობენ მოწვეული ექიმებიც, კონსილიუმი იყო მოწვეული, იაშვილის კლინიკიდან ჩამოვიდნენ მედიკოსები.ახალშობილს დასჭირდება პლასტიკური ჩარევა და სხვა ოპერაციებიც...“,- ამბობს „მთავართან“ სატელეფონო საუბარში უნგიაძე.

ბოლო სიახლეები