სამშაბათი, მარტი 18, 2025

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ახალი დახმარების პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი დახმარების პაკეტის გამოყოფაზე. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

კალასის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებობს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის ახალი დახმარების გამოყოფაზე, თუმცა ჯერ კიდევ არის ბევრი დეტალი, რომლებიც დამუშავებას საჭიროებს. ამასთან, მან გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხზე პროგრესი იქნება მიღწეული.

„იმედი მაქვს, შევძლებ რეალურად წინსვლას, რადგან მაგიდის გარშემო ყველამ გაიგო, რომ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ახლა და მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რათა მათ თავი დაიცვან. ყველა მიესალმა ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს და ახლა, რა თქმა უნდა, ბურთი რუსეთის მხარესაა. რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთს რეალურად მშვიდობა არ სურს. ასევე მაგიდის გარშემო გასაგები იყო, რომ რუსეთს ვერ ენდობი. ისინი გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას ყველანაირი მოთხოვნების წამოსაყენებლად. ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა კაია კალასმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, მანამდე კაია კალასმა გამოთქვა ინიციატივა, რომ უკრაინისთვის გამოეყოთ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი 20-დან 40 მილიარდ ევრომდე მოცულობით. ამ დახმარების პაკეტის პირველი ვარიანტი მარტის დასაწყისში უნგრეთმა დაბლოკა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შვეიცარიაში ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა პირი ემსხვერპლა

შვეიცარიაში, თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას reuters-ი შვეიცარიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, თვითმფრინავი შვეიცარიიდან დანიის მიმართულებით მიფრინავდა. ავიაკატასტროფა ორშაბათს მოხდა.პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილების ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა მათ დაადასტურებს, რომ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.თვითმფრინავი შვეიცარიაში დანიიდან 13 მარტს ჩაფრინდა და ჩამოვარდნის დროს დაბრუნების რეისს ასრულებდა.

გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 18 წლის ლუკა შენგელიას, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 18 წლის ლუკა შენგელიას, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.სასამართლო სხდომა ცოტახნის წინ დასრულდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი ახალაია თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ნიკა გვარამია – „საბოტაჟის საქმეზე“ პოლიტიკოსები და არასამთავრობოები იქნებიან დადანაშაულებული – ვიცით, რას ნიშნავს „ქართული ოცნება“, როცა ევროპას აყადაღებს საბჭოთა კავშირი – ამის შესაძლებლობას...

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ „საბოტაჟის საქმეზე“ პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულონ.როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ძალიან არასწორი ადრესატია ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და თუ ხელისუფლება ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით რაიმეს გეგმავს, ისინი არც მას და არც ფონდებს არ დათმობენ“.„ჩვენ არ ჩაგიგდებთ ხელში ადამიანს, რომელმაც ბოლო პერიოდში სრულიად წარმოუდგენელი რაღაცები აკეთა, არც სხვა ფონდებს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ეს სადამდე მიდის. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, როცა სიკეთეს ბოროტება აყადაღებს. როცა სიყვარულს, სიძულვილი აყადაღებს. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს „ქართული ოცნება“, როცა ევროპას აყადაღებს საბჭოთა კავშირი. ჩვენ ეს ვიცით და ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ“, - განაცხადა გვარამიამ.მისი განმარტებით, ფონდების დაყადაღება არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი ამბავი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. თუმცა, გვარამიას აზრით, ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდის დაყადაღება არასწორია.„ამის შემდეგ, „საბოტაჟის საქმეზე“ ცხადია, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან დადანაშაულებული, მაგრამ ძალიან არასწორი ადრესატია ნანუკა ჟორჟოლიანი. თუ ვინმესგან შიში არასდროს მინახავს, საკუთარ თავზე მეტად, ეს შემიძლია ნანუკა ჟორჟოლიანზე ვთქვა“, - განაცხადა გვარამიამ.როგორც მან აღნიშნა, საქართველო ბელარუსი გახდება, თუ ძალიან მალე ვითარება არ შეიცვალა.„საქართველო ბელარუსი არ იქნება“, ჩვენ ეს ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი, მაგრამ საქართველო ბელარუსი იქნება, თუ ჩვენ ძალიან მალე ამ ვითარებას არ შევცვლით. საერთოდ წარმოუდგენელი ამბავი ხდება ერთი შეხედვით, მაგრამ ამ რეჟიმისგან წარმოუდგენელი არაფერია. გუშინ დააყადაღეს 4 ფონდი: „ნანუკას ფონდი“, ე.წ. გილაურის ფონდი“, ფონდი „ერთმანეთისთვის“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“. ეს იცით, რა ფონდებია? ეს არის ფონდები, რომელიც ეხმარებიან მაგალითად, პატიმრების ოჯახებს. ამ ყადაღით, დღეს პატიმრები, რომლებიც ისედაც უკანონო პატიმრები არიან, ისინი და მათი ოჯახის წევრები მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე დარჩებიან. ყველა პატიმრის ოჯახმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს ფინანსური დახმარება, მორალურიც, მაგრამ აუცილებლად ფინანსურიც. ეს იცით რა ფონდებია? განსაკუთრებით, „ნანუკას ფონდი“, რომელმაც ამ ქვეყანაში მართა გურიის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. გააკეთა ის, რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა. ეს ის ფონდებია, რომელიც უკანონოდ დაჯარიმებულ ადამიანებს, ჯარიმებს უხდის“, - განაცხადა გვარამიამ.

მარკ რუტე – ტრამპი პრეზიდენტ პუტინს კარგად იცნობს, მჯერა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას შეძლებს

ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს სჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეძლებს უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.მარკ რუტეს თქმით, არ სჯერა, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ენდობა.„პირველი ვადიდან პრეზიდენტ პუტინს კარგად იცნობს. ასე რომ, ტრამპმა იცის, როგორ უნდა დარწმუნდეს, რომ გარიგების მიღწევას შეძლებს. მე ამის მჯერა“, – განაცხადა მარკ რუტემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტისა და ამავდროულად, ახალგაზრდა კოლეგის, გურამ ადუაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უმძიმესი აღმოჩნდა ჩვენი სტუდენტის, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ნიჭიერი და იმედისმომცემი ბაკალავრისა და ჩვენი ახალგაზრდა კოლეგის, გულისხმიერებით, სიკეთითა და სიყვარულით სავსე გურამ ადუაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი.გურამი იყო არამხოლოდ შრომისმოყვარე და მიზანდასახული სტუდენტი, არამედ აქტიური მკვლევარიც, გამორჩეული გონიერებით, ცნობისმოყვარეობითა და ინოვაციისადმი ერთგულებით. მისი საქმიანობა უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევით ლაბორატორიაში ნათელი მაგალითი იყო ცოდნისა და მეცნიერებისადმი მისი სიყვარულისა.მისი მოულოდნელი და უდროო გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი აკადემიური საზოგადოებისათვის, მისი თანაჯგუფელებისთვის, კოლეგებისა და მეგობრებისთვის. გვიჭირს ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმრით მივმართოთ ოჯახს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გამორჩეული სტუდენტისა და კოლეგის, გურამ ადუაშვილის სახელი დიდხანს დარჩება მოუშუშებელ იარად. მსუბუქი ყოფილიყოს გურამისთვის ქართული მიწა“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბოლო სიახლეები