„ევროვიზია 2025“-ის მეორე ნახევარფინალი დაიწყო.
მაყურებლის წინაშე შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები იმღერებენ: ავსტრალია, მონტენეგრო, ირლანდია, ლატვია, სომხეთი, ავსტრია, საბერძნეთი, ლიეტუვა, მალტა, დანია, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, ისრაელი, სერბეთი, ფინეთი.
მე-10 ნომრად კი სცენაზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია გამოვა, სიმღერით Freedom.
სცენაზე ასევე წარდგება „დიდი ხუთეულის“ სამი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია.
წელს ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. კონკურსში 37 ქვეყანა მონაწილეობს.