უნგრეთში „მშვიდობის მარში“ გაიმართა.
„ევრაქტივის“ ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერ მარშზე ბუდაპეშტის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გავიდა.
მარშის ერთ-ერთ მონაწილეს გამოტანილი ჰქონდა ბანერი წარწერით: „ჩვენ არ ვიქნებით უკრაინის კოლონია“.
„მთელ მსოფლიოში არეულობაა და აქ, ჩვენს პატარა ქვეყანაში ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და უსაფრთხოება. და ორბანი სწორედ ამას უზრუნველყოფს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

