პარასკევი, იანვარი 3, 2025

ეგზიტპოლი: საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 70%-ზე მეტი პუტინმა მიიღო

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 70%-ზე მეტი ვლადიმერ პუტინმა მიიღო. ასეთია ეგზიტპოლის შედეგები. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტეების 21,33 %. მოქმედი პრეზიდენტს კი ხმების 71,97% აქვს.

წინასწარი მონაცემებით, პავლე გრუდინინმა ხმების 15,90% მოიპოვა, ვლადიმერ ჟირინოვსკის ამომრჩევლების 6,86%-მა დაუჭირა მხარი, ქსენია სობჩაკს კი ხმების 1,39% აქვს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დღეს ჩატარდა. ამომრჩევლების აქტივობამ 59,93% შეადგინა.

არჩევნებზე დაშვებული კანდიდატებიდან სახელმწიფოს მთავარი თანამდებობისთვის სულ 8 კანდიდატი იბრძოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა ქონებით შეხვდა მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი 2025 წელს

2024 წელი მომგებიანი აღმოჩნდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის. „ბლუმბერგის“ მილიარდერების რეიტინგის თანახმად, გასული ერთი წლის განმავლობაში TOP 10 უმდიდრესი ადამიანი ათობით, იშვიათ შემთხვევაში კი ასობით მილიარდი დოლარითაც კი გამდიდრდა. გასული ერთი წელი ყველაზე სარფიანი ილონ მასკისთვის გამოდგა. Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება წლიურად თითქმის გაორმაგდა. ის 2024 წელს გახდა პირველი ადამიანი, ვისმა ქონებამაც 400 მლრდ დოლარს გადააჭარბა, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად დასახელდა და აღნიშნულ სტატუსს ახლაც ინარჩუნებს.

ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა

თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნიკო ლეკიშვილი სხვადასხვა წლებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.  1993-1995 წლებში იყო თბილისის მერი. 1995-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი), 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი) და 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

ბოლო სიახლეები