ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს.
საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვის საფუძველზე, CDU/CSU ბლოკს ამომრჩეველთა ხმების 29 პროცენტი აქვს. ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) კი 16 პროცენტი.
მემარცხენე-ლიბერალური „კავშირი-90“/„მწვანეები“ 13.5 პროცენტს აგროვებენ.
მემარცხენე პარტია 8.9 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური სარა ვაგენკნეხტის კავშირი (BSW) – 4.7 პროცენტს, ხოლო ლიბერალური თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) 4.9 პროცენტს.