ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 024 000 ათასს გადააჭარბა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 1 024 672 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 34 396 222 ადამიანი დაინფიცირდა.
მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 234 501 შემთხვევა გამოვლინდა, 7 689 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.