დღეს, 19 მარტს, საღამოს 20:00 საათზე, პატრიარქის ნათლულები აწყობენ ფეხით მსვლელობას ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე-საქართველოს საპატრიარქო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორე საპატრიარქოდან სამების ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გუშინ გადაასვენეს. ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

