კვირა, მაისი 4, 2025

დღეს საქართველოს სიამაყის,ქართული ჭადრაკის ლეგენდის დაბადების დღეა – ნონა გაფრინდაშვილი 84 წლის გახდა

ქართული ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი დღეს 83 წლის გახდა. ჭადრაკში მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.

„დღეს საქართველოს სიამაყის, ჩვენი საყვარელი ქალბატონი ნონას დაბადების დღეა. ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ბედნიერება და სიხარული არ მოგკლებოდეთ. გვიყვარხართ ძალიან”, – აღნიშნულია მისალოც ტექსტში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

4 მაისის მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

საქართველოს უმეტეს ქალაქში 4 მაისს მოღრუბლული და წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +18 - უმეტესად ღრუბლიანისოხუმი +17 - უმეტესად ღრუბლიანიზუგდიდი +19 - უმეტესად ღრუბლიანიმესტია +14 - უმეტესად ღრუბლიანიფოთი +15 - უმეტესად ღრუბლიანიბათუმი +16 - უმეტესად ღრუბლიანიოზურგეთი +17 - უმეტესად ღრუბლიანიქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +17 - უმეტესად ღრუბლიანიახალციხე +20 - წვიმაბორჯომი +16 - წვიმაბაკურიანი +14 - წვიმაგორი +18 - უმეტესად ღრუბლიანიცხინვალი +17 - უმეტესად ღრუბლიანისტეფანწმინდა +10 - წვიმაგუდაური +5 - წვიმათელავი +16 - წვიმარუსთავი +18 - წვიმათბილისი +17 - წვიმა

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი მზად არის სარკისებრი ნაბიჯებისთვის, სრული სიჩუმისთვის მინიმუმ 30 დღით

უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი მზად არის სარკისებრი ნაბიჯებისთვის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც დღევანდელი დღიდან, გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი არის მზად სარკისებრი ნაბიჯებისთვის - სრული სიჩუმისთვის, ხანგრძლივი სიჩუმისთვის მინიმუმ 30 დღით. ეს სამართლიანი ვადაა, როდესაც შეიძლება შემდგომი ნაბიჯების მომზადება. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი და შეწყვიტოს შტურმები, შეწყვიტოს დაბომბვები,” - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ამ მომენტის მდგომარეობით რუსული დარტყმების ინტენსივობა სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა რუსეთის რუსეთის სურვილისა შემდგომშიც გააგრძელოს ომი. “ყოველ ღამე თითქმის ასი “შაჰედი”. მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უკვე 950 რუსულ ავიაბომბზე მეტი… მთელ ფრონტზე ვპასუხობთ, ასევე კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი აქტიურობა ნარჩუნდება,” - განაცხადა ზელენსკიმ.

პიტერ სიიარტო – უკრაინას სურს იმ გაერთიანებაში შესვლა, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ და არა პირიქით, ამიტომ, კიევმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი ტონი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გააკრიტიკა უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბლოკირების გამო. ამის შესახებ პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა.სიიარტოს თქმით, ზელენსკი უნდა შეეგუოს იმას, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე.„ფაქტი ფაქტად რჩება: უკრაინას სურს იმ გაერთიანებაში შესვლა, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ და არა პირიქით. ამიტომ, კიევმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი ტონი“, – დაწერა სიიარტომ.მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა. ზელენსკის თქმით, ორბანი ბლოკავს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში და მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროკავშირს.

წითელი ცირკულარით ძებნილი მამაკაცი, რომელიც საქართველოში დააკავეს 11 წელია ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წევრია

ქალაქ რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე მდებარე ბინაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ჯავედ ხუდამოვი ცხოვრობდა. მეზობლები, "კურიერთან" საუბარში ყვებიან, რომ 41 წლის მამაკაცს ბინა ნაქირავები ჰქონდა. ის შვილებთან ერთად ჩაკეტილად ცხოვრობდა და კომუნიკაცია არავისთან ჰქონდა."კურიერმა" დღეს ის ადგილიც გადაიღო, სადაც ჯავედ ხუდამოვი დააკავეს. 41 წლის მამაკაცი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი ხუდამოვი 11 წელია ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრია.ჯავედ ხუდამოვი ახლა წინასწარ პატიმრობაშია - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დაკავებულს ბრალად საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა ედება. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოში თურქეთიდან, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩამოვიდა. რას საქმიანობდა ის - მოსამართლის კითხვებს, ბრალდებულმა სხდომათა დარბაზში უპასუხა.მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა გაიზიარა და ჯავედ ხუდამოვს აღკეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატმა უკვე გაასაჩივრა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ინტერპოლით ძებნილი 41 წლის მამაკაცი უდანაშაულოა.ვიდრე დამატებითი გარემოებები გაირკვევა, კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ ჯავედ ხუდამოვი ტერორისტული დაჯგუფების ისლამური სახელმწიფოს რიგებში 2014 წლიდან ირიცხება, არის საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონე და ასაფეთქებელი მოწყობილობების მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი."აისისი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომლის სახელსაც არაერთი დანაშაული უკავშირდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, სწორედ ამ დაჯგუფების წევრი იყო წითელი ცირკულარით ძებნილი და საქართველოში დაკავებული ჯავედ ხუდამოვი.

მზია ამაღლობელი – პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება – მოვუწოდებ ბიზნესს, აიღოს პასუხისმგებლობა კრიტიკული მედიის გადარჩენაზე და მივმართავ ცივილურ...

აქ, პატიმრობისას განსაკუთრებით გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება - ბოტების, ტროლების, პროპაგანდის და ოლიგარქების სამყაროში უნდა შევძლოთ გადარჩენა და იდეალებისთვის, უკეთესი ევროპული მომავლისთვის მუშაობა,- ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილ ხმოვან მიმართვაში აცხადებს, რომელიც მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით რამდენიმე მედია საშუალების ერთობლივ ეთერში გააჟღერეს.ამაღლობელი კოლეგებს მიმართავს და ამბობს, რომ ჟურნალისტების ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული, რომ წინააღმდეგობის ხმა ისმოდეს.„გილოცავთ კოლეგებს, კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ. შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია, რომ თქვენ გვერდით არ ვარ. ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული, ისმოდეს უსამართლობის და წინააღმდეგობის ხმა, ხმა, რომელსაც ძალადობით, შანტაჟით, მუქარით და ათასგვარი გამოგონილი სასჯელით ახშობს ოლიგარქის რეჟიმი.აქ, პატიმრობისას განსაკუთრებით გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჩვენი პროფესია, ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება. ბოტების, ტროლების, პროპაგანდის და ოლიგარქების სამყაროში ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და იდეალებისთვის, უკეთესი ევროპული მომავლისთვის მუშაობა.მჯერა, სანამ ჯერ კიდევ იქნებიან და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გვეტყვიან, მარტო არ ხარ, მანამდე შევძლებთ საკუთარი პროფესიის დაცვას და ქვეყნის შენარჩუნებას და განვითარებასაც. ამიტომაც მოვუწოდებ ჩემს მოქალაქეებს, ითანამშრომლონ მედიასთან და ჟურნალისტებთან ერთად ამხილონ ყველა ის პირი, ის წრე და ჯგუფი, ვინც ნორმად აქცია კორუფცია, უსამართლობა და ძალადობა; ვინც გვძარცვავს, გვაღარიბებს და გვღალატობს. მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა თავისუფალი, კრიტიკული მედიის გადარჩენაზე.მივმართავ თანამედროვე, ცივილურ სამყაროს – ნუ დაგვტოვებს რუსეთის და მისი ინტერესების გამტარ ავტორიტარულ რეჟიმთან პირისპირ, მარტო. ნუ დაკარგავს თავისუფლების ხმას საქართველოდან“,- განაცხადა მზია ამაღლობელმა ხმოვან მიმართვაში.

ბოლო სიახლეები