დღეს საქართველოს ნაკრები არავისთვისაა ხელწამოსაკრავი გუნდი. ეს დამტკიცდა თურქეთთან და დარწმუნებული ვარ, ამას ჩეხეთიც იაზრებს და პორტუგალიაც – გიორგი გველესიანი

Read Time:42 Second

ამაყები ვართ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე წარმოვადგენთ საქართველოს. ეს უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენთვის, – ამის შესახებ ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა განაცხადა.

„მიუხედავად თურქეთთან მარცხისა, ვთვლი რომ გამოვავლინეთ ხასიათი. ეს არის კარგი მაგალითი მომავალი თაობებისთვის. დღეს საქართველოს ნაკრები არავისთვისაა ხელწამოსაკრავი გუნდი. ეს დამტკიცდა თურქეთთან და დარწმუნებული ვარ, ამას ჩეხეთიც და პორტუგალიაც იაზრებს. ჩვენ კი, ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მოვალეობას. გვაქვს ამბიცია და გვსურს მეტის გაკეთება. გვყავს ერთგული გულშემატკივარი და ხარისხიანი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მომდევნო ეტაპზე გასვლა.

უაღრესად ბედნიერი ვარ. 33 წლის ასაკში მომეცა შესაძლებლობა, რომ ვიყო ჩემს გუნდთან ერთად. მართალია, თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ როგორც რიგითი ჯარისკაცი და ნებისმიერი ამაყი ქართველი, ბედნიერი ვარ. თუ დავჭირდები მწვრთნელს, დიდი სიხარულით და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მომდევნო მატჩებში“, – ამბობს გველესიანი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჰამბურგში ჩავა და დახურულ ვარჯიშს გამართავს. გუშინ ჩვენმა გუნდმა ვარჯიში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გაიარა.მორიგ მატჩს ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სტოლტენბერგი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეთანხმებაზე: ავტორიტარული სახელმწიფოები ერთიანდებიან
Next post ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ბრალდება წარედგინა