დღეს ნიკა ქაცარიძეს 45 წელი შეუსრულდებოდა.
რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე 2022 წლის 5 იანვარს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას გულის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზიც ეს გახდა. ნიკა ქაცარიძე 43 წლის იყო.
ნიკა ქაცარიძე დაიბადა 1978 წლის 29 ნოემბერს, თბილისში. დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი 2005 წლიდან. მას არაერთი საინტერესო როლი აქვს შესრულებული. მონაწილეობდა ტელესერიალებშიც.
ნიკა ქაცარიძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.