როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გერმანიის კლინიკაში იმყოფება, სადაც ექიმები მის გამოსაჯანმრთელებლად იბრძვიან. ცნობილ მსახიობს დაახლოებით ერთი თვის წინ მოულოდნელად გული გაუჩერდა.
დღეს მისი დაბადების დღეა და მანანა ბერიკაშვილი ძმას სოციალურ ქსელში ასე ულოცავს:
“დღეს ზურიკოს დღეობაა! აუცილებლად უნდა წამოდგეს ფეხზე, რათა უზღვავი სითბო და სიყვარული თავისი უშურველი და მორიდებული ღიმილით დაუბრუნოს გულშემატკივართა დიდ არმიას. ვერ მოისვენებს ისე! გელოდებით… უშენოდ სულ არ გვინდა თამაში. მიყვარხარ ისე როგორც არავინ!”