ვილი, გილოცავთ დაბადების დღეს ❤️✊🏻-ეროვნული ნაკრები ვილი სანიოლს დაბადების დღეს ულოცავს.საქართველოს ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი 48 წლის გახდა.
დღეს ვილი სანიოლის დაბადების დღეა

ვლადიმერ პუტინი – უცხო ქვეყნებს ყველაფერი უხეში და არაცივილური ფორმით მიაქვთ, აღარაფერს ვამბობ სამართლებრივ სისტემებზე, მათ ვერ ვენდობით
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მეწარმეები უცხო ქვეყნებს არ უნდა ენდონ.„რა არის ამაში კარგი?“, – იკითხა პუტინმა, შემდეგ კი თავადვე აღნიშნა: „მათ ყველაფერი მიაქვთ, უხეში და არაცივილური ფორმით. აღარაფერს ვამბობ სამართლებრივი სისტემებზე. ისინი უბრალოდ არ არსებობს, ისინი მხოლოდ მათთვის არსებობს, ვერ ენდობით. აუცილებელია, ჩვენი ქვეყნის შიგნით შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემა, რომელიც იქნება სტაბილურობის და სანდოობის გარანტი“.როგორც მედია წერს, პუტინი სავარაუდოდ, საზღვარგარეთ რუსული კომპანიების აქტივების გაყიინვაზე მიუთითებდა.მეწარმეებთან შეხვედრის მიმდინარეობისას ვლადიმერ პუტინს ჰკითხეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც, პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვის დროით 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. რუსეთის პრეზიდენტმა ამ შეკითხვას სიცილით უპასუხა: „არ მოუსმინოთ მას“.
სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.გადაწყვეტილება მოსამართლემ სალიხ შაინიძემ მიიღო.გადაწყვეტილებას შეძახილები: “უსამართლო სასამართლო”, “ხალხის ძალის გეშინოდეს” და ხმაური მოჰყვა.სხდომას მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები, კოლეგები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ასევე, დღევანდელ სხდომას საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებიან.ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს სისხლის სამართლის წესით.
“უცხოელი ვადაგასული პოლიტიკოსები ჩამოდიან საქართველოში და ადგილობრივ ვადაგასულ პოლიტიკოსებს ხვდებიან” – რატი იონათამიშვილი ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თბილისში შეხვედრებს მართავს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი ჯერ ყოფილ პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციურ პარტიებს ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები."ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია რა სტატუსით იმყოფება საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ხელისუფლების მიმართ ყოველთვის გამოირჩეოდა კრიტიკული განცხადებებით."უცხოელი ვადაგასული პოლიტიკოსები ჩამოდიან საქართველოში და ადგილობრივ ვადაგასულ პოლიტიკოსებს ხვდებიან. მათ რაც აერთიანებთ არის სწორედ ის, რომ არიან ვადაგასულები. რა თქმა უნდა, მათი შეხვედრები არ არის საინტერესო, უბრალოდ ჩვენ ვხედავთ რა სასოწარკვეთილებაში არის მიცემული საქართველოს მიმართ თუნდაც "დიფ სთეითი", ვის დავალებებსაც ასრულებენ კონკრეტულად ეს პირები. თუ ისინი ვერ ათვიცნობიერებენ, რომ მათ ვადა უკვე გაუვიდათ და არ გააჩნიათ მხარდაჭერა მით უარესი მათთვის,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.ცნობისთვის, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. ის გასულ წელს ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა, შემდეგ კი მინისტრის თანამდებობაც დატოვა.
შვეიცარიაში ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა პირი ემსხვერპლა
შვეიცარიაში, თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას reuters-ი შვეიცარიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, თვითმფრინავი შვეიცარიიდან დანიის მიმართულებით მიფრინავდა. ავიაკატასტროფა ორშაბათს მოხდა.პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილების ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა მათ დაადასტურებს, რომ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.თვითმფრინავი შვეიცარიაში დანიიდან 13 მარტს ჩაფრინდა და ჩამოვარდნის დროს დაბრუნების რეისს ასრულებდა.
გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 18 წლის ლუკა შენგელიას, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 18 წლის ლუკა შენგელიას, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.სასამართლო სხდომა ცოტახნის წინ დასრულდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი ახალაია თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.