დღეს ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარს გადასცემს

Read Time:26 Second

დღეს ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარს გადასცემს.

დოკუმენტს ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ლუქსემბურგში გადასცემს, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატების შეხვედრაა დაგეგმილი.

კითხვარი აუცილებელი ეტაპია ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე. კითხვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ პასუხების გაცემის შემდეგ, ევროკომისია მოამზადებს დასკვნას და ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის.

„ეს, რა თქმა უნდა, არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რაც გახსნის საქართველოსთვის კარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. პირველ რიგში, ნამდვილად დასაფასებელია, რომ ევროკავშირმა უპრეცედენტოდ მოკლე დროში მოამზადა კითხვარი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის“, – აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით აღარ გაიცემა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს ამ ჯგუფის პრეპარატების არამიზნობრივ მოხმარებას
Next post რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა – აზოვი